Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყვარლის მარანი - მცირე მარნების ანთოლოგია (103)

მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ბავშვობიდან ვუყურებდი ყურძნის მოყვანისა და ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციებს. პაპაჩემი წარსულში თანამდებობრივად ისეთ პოზიციაზე მუშაობდა, რომ მას ევალებოდა სოფლის მეურნეობის საკითხები.. მისი სიყვარული მევენახეობისადმი განსაკუთრებული იყო, მიუხედავად მისი პოზიციისა იგი საკუთარი ხელით უვლიდა ვენახს.. პაპაჩემი დაჯილდოებულია მევენახეობის დარგში შეტენილი წვლილისთვის. მისმა სიყვარულმა და დამოკიდებულებამ მევენახეობისა და მეღვინეობისადმი გავლენა იქონია ჩემი პროფესიის შერჩევაზე, დავამთავრე მეღვინეობისა და მევენახეობის ფაკულტეტი.  უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როდესაც წავაწყდი პაპაჩემის ჩანაწერებს ყვარლის რაიონში განსხვავებული ყურძნის  ჯიშების განაშენიანების გეგმის შესახებ, სრულად გავიაზრე მისი  დამოკიდებულება, განსაკუთრებული ხედვა, ამ დარგზე ფიქრში დახარჯული დრო  და ენერგია. მოგვიანებით, 2018 წელს, დავაარსე ღვინის საწარმო “ ყვარლის მარანი”.  არ შემეძლო უქმად დამეტოვებინა მე-18 საუკუნეში ჩემი წინაპრების აშენებული სახლი, რომლის ნაწილიც წარმოადგენს მარანს და პაპაჩემის მიერ ყვარელში გაშენებული ვენახები .       

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- თავდაპირველად ვაწარმოებდით მხოლოდ კახური ჯიშის ყურძნებისაგან დაყენებულ ღვინოს, რომლებიც მზადდებოდა მიკროზონებში მოწეული სხვადასხვა ჯიშის მაღალი ხარისხის საუკეთესო ყურძნისგან. დაარსებიდან მესამე წელს გავაფართოვე ღვინის ასორტიმენტი და დავიწყე საქართველოს დასავლეთის მხარის ყურძნის ჯიშებისგან ღვინის წარმოება. აღნიშნული ჯიშებიც მიკროზონებში მოიპოვება, მიკროწარმოება  კი მაღალ ხარისხს განაპირობებს. ამჟამად, ვაწარმოებთ კლასიკურ და ქვევრის ღვინოებს,  რომელიც მხოლოდ საქართველოში იყიდება. 2023 წელს ჩვენს ჩამონათვალს ცქრიალა და პეტნატები შევმატეთ. ჩემი მთავარი მიზანია ვაწარმოო ყველასგან განსხვავებული, უმაღლესი ხარისხის საუკეთესო ღვინო.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- მიუხედავად უდიდესი შრომისა, რომელიც ღვინის წარმოებას სჭირდება, მაბედნიერებს სრული პროცესი, ვაზის მოვლიდან ღვინის  ბოთლში ჩასხმამდე.  ჩემთვის უდიდესი სტიმულია მომხმარებლის დადებითი შეფასება. ამ დროს ვრწმუნდები, რომ მიზანს მივაღწიე.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩემი პირველი რეალიზაციის  გამოცდილება დაკავშირებულია  მაღაზიათა ქსელ -„ 8000 მოსავალი“-თან , რესტორან  „ვერიკო“-სთან. 

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში? რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- კარგი ღვინის დაყენება  შესაძლებელია  მაღალხარისხიანი მოსავლით და სწორად გამოყენებული ტექნოლოგიებით. მიმაჩნია, რომ თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის მეღვინეებს უნდა ჰქონდეთ სურვილი და საკმარისად კარგად იცნობდნენ ტექნოლოგიებს, რომ  განავითარონ  ექსპერიმენტული ღვინოების წარმოება, მაგალითად ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიებისა სინთეზის გზით.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და ჩართულობა  მცირე წარმოების მარნების ხელშეწყობის კუთხით, მიკრომეწარმეებს  სჭირდებათ მრავალმხრივი მხარდაჭერა, როგორც წარმოებისა და  რეალიზაციის პროცესში, მათ შორის საზღვარგარეთ, ასევე საჭიროა ხელმისაწვდომი განათლება  თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლისა და გამოყენების  კუთხით. აღნიშნული საჭიროებები აქტიურად ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- მსურს,  წარმატება ვუსურვო ჩემს კოლეგებს რომლებიც ახლა იწყებენ მეღვინეობას. ვურჩევდი, რომ მოუსმინონ პროფესიონალებს, გაანალიზონ და გაითვალისწინონ მათი რჩევები. იმედგაცრუება ხშირად გარდაუვალია, ვიტყოდი , რომ ამის გარეშე წარმოუდგენელიც კია. ბანალურია, მაგრამ მთავარია არ დანებდეთ! გააგრძელეთ საქმე, რომელიც გიყვართ, გაინტერესებთ და გაბედნიერებთ!
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული