Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწვანე ლობიოს სალათა პამიდვრითა და ნიგვზით

საჭირო მასალა: 400 გ მწვანე ლობიო, 3 ცალი პამიდორი, 4 კბილი ნიორი, 3 ღერი მწვანე ხახვი, 2 ს.კ. ნიგოზი, 1 კონა ოხრახუში, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ლობიო მოვხარშოთ (სასურველია, რომ იყოს კნატუნა), გადავწუროთ და გავაგრილოთ. მწვანილი და ხახვი დავჭრათ. ცალკე დავჭრათ პამიდორი. სურვილისამებრ, შეგვიძლია ამოვაცალოთ თესლი, რომ წვენი არ გაუვიდეს. ნიორი დავჭყლიტოთ. ნიგოზი მოვხალოთ და მსხვილად დავფქვათ. მომზადებული პროდუქტები შევურიო ერთმანეთს, შევანელოთ მარილით, წიწაკით, ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით. სალათა დავდგათ მაცივარში და მივირთვათ 1 საათის შემდეგ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული