Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხორცის ველინგტონი

Wellington, ფენოვან ცომში გახვეული ხორცი, თევზი ან სოსისი, ერთობ პოპულარული მთავარი კერძია. მისი წარმოშობის დადგენა ძნელია, ანუ, ბრიტანულია, ირლანდიური თუ ფრანგული - არავინ იცის. ცნობილი, კი ბრიტანელი მეომრის, ვატერლოუს ომის გმირის სახელითაა დღეისათვის. ეს კლასიკური რეცეპტია, თუმცა, უამრავი ვარიაცია შეიძლება მოიფიქროთ.

მასალა:
საქონლის რბილობი -500 გრ;
ფენოვანი ცომი - ხორცის გასახვევად საკმარისი;
სოკო - 400 გრ, ხახვი - 200 გრ, სოკოს მოსაშუშად;
მდოგვი, სასურველია მარცვლოვანი - 3 სადილის კოვზი;
მარილი, წითელი წიწაკა, შავი პილპილის მარცვლები, ხმელი ქინძის მარცვლები; დაფქვილი ან ახლად გახეხილი მუსკატი - ყველაფერი თითო ჩაის კოვზი.

შეწვის დრო, ჯამურად - 50 წუთი;
მომზადების დრო - 6 საათი.

მომზადება:
1. ყველა სუნელი, რომელიც მოცემულია მე-5 პუნქტში, დანაყეთ. წაუსვით ხორცს ყველა მხრიდან, ისე, რომ დაფაროს. მოათავსეთ ხორცი კულინარიულ კონტეინერში ან ცელოფანში და შედგით მაცივარში. მინიმუმ 4 საათით, სასურველია 24 საათით;
2. სუფრაზე მიტანამდე 1 საათით ადრე - სოკო და ხახვი მოთუშეთ ერთად;
3. გაახურეთ აირღუმელი 160 გრადუსამდე. ხორცი გამოდგით მაცივრიდან და რამდენიმე ხანი დატოვეთ ოთახის ტემტერატურაზე. ასევე გაალღვეთ ფენოვანი ცომიც;
4. ხორცს მოასხით ცოტა ზეთი და შეწვით ცხელ ტაფაზე ყველა მხრიდან - გვერდების შეწითლებაბდე. დაახლოებით თითო გვერდი მოითხოვს 2 წუთამდე დროს;
5. ხორცი და სოკო შეაგრილეთ;
6. გაშალეთ ფენოვანი ცომი და დაადევით სოკო, ზემოდან ამ სოკოს დაადეთ ხორცი და ხორცს გადაუსვით მდოგვი სქელ ფენად;
7. გადაახვიეთ ცომი. შეგიძლიათ მორთოთ სხვადასხვა ფორმის ცომით. ბოლოს წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში შუა სექციაზე;
8. ღუმელში აანთეთ მხოლოდ ქვედა სექცია, როცა ცომი ამოიწევა, გაფუვდება და უკვე მზად არის, აანთეთ ღუმელის ზედა ნაწილიც, რომ ლამაზად დაიბრაწოს;
9. გადმოიღეთ ფართე ლანგარზე და აცალეთ შეგრილება. დაჭერით ბასრი დანით.

შენიშვნა:
1. ეს არის ფაქტობრივად საქონლის ხორცის სტეიკი ფენოვან ცომში (ასეც ეძახიან ირლანდიელები). ამიტომ, ხორცის მზაობის ხარისხი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე - კარგად შემწვარი იქნება, თუ უმი;
2. მე შეწვისას ველინგტონი დავდე სპეციალურ, კულინარიულ მუშამბაზე, რომელიც არ იკრავს და არც წვენს, გამოყოფილ სითხეს იშრობს. ასე შემწვარი/გამომცხვარი ცომი კიდევ უფრო გემრიელი გამოდგა.
 
© Peppi/perfectcook.org
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.