Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Perrier-Jouët–მ საუკუნის პირველი ვინტაჟი გამოუშვა

სახელგანთქმულმა ფრანგულმა სახლმა Perrier-Jouët XXI საუკუნის პირველი ვინტაჟი - 2002 წლის მოსავლის ღვინო გამოუშვა, რომელიც თებერვლიდან გამოვიდა გაყიდვაში. ამ მოვლენას იაპონელმა ფოტოგრაფმა მაკიკო ტაკეხარამ ფოტონამუშევრების სერია მიუძღვნა, რომელიც The Art of Vintage–ს სასაჩუქრე გამოცემაში დაიბეჭდა – ეს ალბომი კომპანიის მაღალი რანგის კლიენტებისთვისაა განკუთვნილი. ფოტოგრაფმა ფოტოვარიაციები შექმნა ამ ცნობილი მარკის 20 ლეგენდარული ვინტაჟისთვის. თავად Cuvée Belle Epoque 2002 წლის გამჭვირვალე ბოთლშია ჩამოსხმული, რომელსაც ცნობილი ფრანგი დიზაინერის, Emile Galle–ს მიერ დახატული ყვავილები ამშვენებს. ბოთლის გაფორმება იდეალურად გამოხატავს კომპანია Perrier Jouёt–ის ესთეტიკურ ხედვას – ეს სახლი ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს შამპანურის შექმნისა და ნატიფი ხელოვნების შეზავებას.

 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული