გამოქვეყნებულია: 6 აპრილი, 2011 - 11:42
საჭირო მასალა: 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 ჩ.კ. დაჭყლეტილი ნიორი, 1 ჩ.კ. ძირა, 1 ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკა, 2 ჭიქა წვრილად დაჭრილი ტკბილი წითელი და მწვანე წიწაკა, 300 გ. მოხარშული შავი ან წითელი ლობიო, 2 ცალი დაჭრილი კარტოფილი, 200 გ. მოხარშული სიმინდი, 1 მოზრდილი კონა დაჭრილი ისპანახი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, მარილი – გემოვნებით. 1 კონა ოხრახუში – ზემოდან მოსაყრელად.
მომზადება: ხახვი და ნიორი მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ სანელებლები, კარტოფილი და 10 წუთი ვშუშოთ, შემდეგ დავაყაროთ დანარჩენი ინგრედიენტები და კიდევ 10 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. სუფრასთან სანამ მივიტანთ, კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი