Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვარია მეგრულად

შევარჩიოთ მოზრდილი ვარია, დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, წითელი წიწაკა, ავურიოთ და მოვათავსოთ ფართო, დაბალ ქვაბში, ჩავუმატოთ კარაქი, დავახუროთ თავსახური და მოვშუშოთ, სანამ არ შეწითლდება. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, კარგად მოვურიოთ, დავხუროთ სახურავი და გავაგრძელოთ შუშვა. როცა ხახვი კარგად დარბილდება, ჩავამატოთ მოხარშული და საცერზე გატარებული ახალი ტყემალი. შევაზავოთ სხვადასხვა მწვანილით (ქინძი, კამა, ოხრახუში, ხმელი სუნელი), მარილით. ბოლოს მდუღარეში ჩავამატოთ წმინდად დანაყილი, წყალში გახსნილი ნიგოზი. ერთხელ წამოდუღების შემდეგ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ კვერცხის გული, კარგად ავურიოთ, რომ არ აიჭრას. სუფრაზე მივიტანოთ ლანგარით, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.

მასალა: ვარია, კარაქი - 100 გრ. ხახვი - 3-4 თავი, ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა, ტყემალი - 1 ჩაის ჭიქა, კვერცხის გული - 2 ცალი, ხმელი სუნელი - 1 ჩაის კოვზი, მწვანილი - 3-3 ძირი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

თამარ ლომიძე

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული