Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთის ბაზარი – “ქართული ღვინო” – სამოქმედო გეგმა 2020

დღეს საქართველოსთვის ყველაზე მზარდი სტრატეგიული ბაზარი ჩინეთია. იგი მესამე ადგილზეა ქართული ღვინის ექსპორტიორთა შორის და ჩვენი ღვინის გავრცელების არეალი ამ ქვეყანაში ყოველწლიურად სულ უფრო ფართოვდება. “ღვინის ეროვნული სააგენტოს” მიერ მომზადებულ 2020 წლის სამოქმედო გეგმაში ჩინეთს წამყვანი ადგილი უკავია.

ღვინის მოხმარების თვალსაზრისით, ჩინეთი მე–5 ადგილს იკავებს მსოფლიოში (141,765 მილიონი ლ.). მართალია ერთ სულ მოსახლეზე ეს მაჩვენებელი არც ისე მაღალია (1.2 ლ.), სამაგიეროდ მთლიანობაში ქვეყანა ძალზე დიდი რაოდენობის ღვინოს მოიხმარს, როგორც პრემიალურს, ასევე საშუალო და დაბალი საფასო სეგმენტის ღვინოებს. იმპორტირებული ღვინოების წილი 39%–ია (56,765 მილიონი ლ.). ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანაში ღვინის მოხმარების მცირედი კლება შეინიშნება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში პირიქით, ჩინეთის ბაზარზე წინსვლა გვაქვს. მთლიანად ქვეყანაში იმპორტი 8%–ით შემცირდა, მაგრამ თანხობრივად პირიქით, გაიზარდა 2,1%–ით, რაც იმას მოწმობს, რომ ჩინეთში იაფფასიანი სეგმენტიდან უფრო პრემიალურზე გადადიან. იაფიანი ღვინო ნელ–ნელა კარგავს თავის პოზიციებს, სამაგიეროდ ასპარეზზე მაღალფასიანი ღვინოები გამოდიან.

ქართული ღვინის საშუალო ფასი 3,8 $–ია ჩინეთის ბაზარზე.

თუკი ადრე ძირითადად წითელ ღვინოს ეტანებოდნენ ჩინეთში, ბოლო წლებში თეთრი ღვინის მოხმარებამაც იმატა. ასევე საინტერესოა, რომ მოსახლეობის 46% ონლაინ ყიდულობს ღვინოს.

ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პრემიალურ სეგმენტში დამკვიდრება. ჯერჯერობით პრიორიტეტული რეგიონებია – გუანდონის პროვინცია, გვანჯოუ, შანხაი, ჩენგდუ, სიანი.

“ღვინის ეროვნულ სააგენტოს” სამოქმედო გეგმაში მარკეტინგული მიმართულებებია: მედია და ბრენდინგი, ე.წ. “პრემიუმიზაცია” და ახალ პროვინციებსა და ქალაქებში ქართული ღვინის პოპულარიზაცია. პირველი მიმართულება რამდენიმე მნიშვნელოვან მედია–პროექტს გულისხმობს (Debra Meiburg YouTube Channel, FB: Georgian wine connect, Wechat, Weibo და სხვ.), მეორე კი ქართული ქვევრის ღვინის და ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის პოპულარიზაციასა და საფერავის კამპანიას, ასევე უმნიშვნელოვანესი პრემიალური ბაზრების, ჰონგ-კონგი, მაკაო, გვანჯოუ (გუანდონის პროვინცია), შანხაის ათვისებას.

2020 წელს დაგეგმილია არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა:

საერთაშორისო გამოფენები

China Food& Drink Fair (Chengdu)

Vinexpo Hong Kong

CIIE China

Prowine Shanghai

დეგუსტაციები & ფესტივალები

Roadshow 2020

GEORGIAN WINE FESTIVAL HK

GEORGIAN WINE FESTIVAL GUANGZHOU

GEORGIAN WINE FESTIVAL – MACAO

GEORGIAN WINE FESTIVAL SHANGHAI

Wine Tastings at Wine fairs

Georgian Wine at "Hong Kong Wine & Dine Festival" (support Georgian wine importers

in HK)

Georgian wine tasting at TOP WINE China

Georgian Wine tasting at Prowine Shanghai

Masterclass & Workshops

Georgian side participation within the event "Test Your Palate“, HK

Georgian Wine seminar/tasting for students at the Polytechnics University of Hong Kong

Mainland China

Georgian Wine Grand Tasting in Xian

Georgian Wine Grand Tasting in Beijing

Georgian Wine Grand Tasting in Chengdu

2019 წლის 10 თვის მდგომარეობით ჩინეთში ექსპორტირებულია 6,060,265 ბოთლი ღვინო, რაც 12%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 10 წლიანი განვითარება კი ასე გამოიყურება: თუკი 2009 წელს ჩინეთში 175,556 ბთლი ღვინო შევიდა (607,604 $), წელს, მხოლოდ 10 თვის განმავლობაში უკვე 6,060,265 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა (23,017,056 $).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული