Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კონკურსი საქართველოს საუკეთესო სომელიე - 2022

2022 წლის 22 დეკემბერს გაიმართება კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2022“. კონკურსს უკვე მესამედ საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ატარებს, რომელიც საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრია. კონკურსის თანაორგანიზატორი არის  “ღვინის ეროვნული სააგენტო”. მისი საპატიო სტუმარი კი უკრაინის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი ივან ბაჩურინი იქნება.

“საქართველოს საუკეთესო სომელიე - 2022“-ის ფინალი რესპუბლიკა ივენთ ჰოლში გაიმართება. სამი ფინალისტიდან ერთი 2022 წლის საუკეთესო სომელიეს სტატუსს მოიპოვებს. 

კონკურსის მონაწილეებისათვის, ფინალისტებისა და გამარჯვებულისათვის გათვალისწინებული არის სხვადასხვა პრიზები და საჩუქრები. სურვილის შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, თქვენი მეღვინეობის სახელით, გადასცეთ საჩუქარი კონკურსის მონაწილეებს, ფინალისტებსა და გამარჯვებულს. ასევე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა კონკურსის ფურშეტზე წარმოადგინოთ თქვენი ღვინო (მათ შორის ცქრიალა), ჭაჭა ან ბრენდი. რაოდენობა შეზღუდული არ არის. მონაწილეობა უფასოა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.