Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იტალიური ღვინის რეგიონები და ადგილობრივი ვაზის ჯიშები

იტალია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც 500-ზე მეტი ღვინის რეგიონი და 350-ზე მეტი ვაზის ჯიში აქვს. იქაური ღვინოები მეტწილად ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან იწურება და საკმაოდ მომხიბვლელია. სტატიაში Irish times-ის ავტორი და ღვინის ექსპერტი ჯონ უილსონი რამდენიმე ყველაზე პოპულარულ და საინტერესო ღვინის რეგიონს და მათ ღვინოებს ურჩევს მკითხველს.

პირველი რეგიონია ტოსკანა, რომლის ლამაზი ბორცვები, ლავანდის მინდვრები,  ზეთისხილის კორომები და კვიპროსების ხეივნები მეტ-ნაკლებად ყველასთვის ნაცნობია. აქ ყველაზე გავრცელებულია Sangviovese-ს ვაზის ჯიში. უმაღლესი ხარისხის კაბერნე სოვინიონის ბლენდები კი ძირითადად Maremma-ში იწარმოება. აქაური თეთრები Vermentino-სა და Vernaccia-სგან მზადდება. ყველაზე ცნობილი ღვინოებია Chianti Classico, Chianti და Brunello di Montalcino, რომელთა დასაყენებლადაც ძირითადად Sangviovese-ს იყენებენ. Chianti ნაკლებად ძვირია, brunello di Montalcino კი ძალიან სხეულიანი და პრემიუმ კლასის ღვინოა. 

პიემონტში, იტალიის ჩრდილო-დასავლეთში, ძალიან საინტერესო თეთრი და წითელი ღვინოები იწარმოება ადგილობრივი ყურძის ჯიშისგან. Dolcetto უფრო მსუბუქია, ხილის ტონებით დახასიათებული, რომელსაც ავტორი Beaujolais-ის ადგილობრივ ვერსიას უწოდებს. ბარბერაში ქლიავისა და ალუბლის ტონებს აღმოაჩენთ. ტკბილ ცქრიალა ღვინოს ძირითადად მოსკატოს ჯიშისგან აყენებენ, თუმცა პიემონტის განსაკუთრებულობა მაინც Nebbiolo-ა, წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომლითაც ძალიან სურნელოვან, ხანგრძლივი დაბოლოების ღვინოებს წურავენ. აქაური ყველაზე ცნობილი ღვინოებია Barolo და Barbaresco, ორივე ნებიოლოსგან იწარმოება და იტალიის ყველაზე ცნობილ და საინტერესო ღვინოებს შორისაა. ნაკლებად ძვირი და უფრო ხელმისაწვდომი langhe Nebbiolo-ა. 

ვენეტოში Pinot Grigio-სა და Garganega-თი თეთრ ღვინოებს ამზადებენ, გლერათი კი პროსეკოს. წითელი ღვინოების უმეტესობა კორვინასა და როდინელასგან იწურება. აქ ყველაზე ცნობილი ცქრიალა ღვინოა პროსეკო, Pino Grigio delle Venezie და Soave კი ყველაზე ცნობილი თეთრი ღვინოებია. Valpolicella, Ripasso della Valpolicella და Amarone კი ყველა ერთი და იმავე ვაზისგან იწარმოება, ხასიათდება სხვადასხვა ინტენსივობითა და ალკოჰოლის დონით. 

მარკე ღვინის დიდი მწარმოებელი რეგიონია ცენტრალურ აღმოსავლეთ სანაპიროზე. Montepulcioano d’Abruzzo, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი იტალიური ღვინო, სწორედ აქედანაა. პულიაში ძირითადად სხეულიან, წითელ ღვინოებს აწარმოებენ, რეგიონში  Pimitivo-ს და Negroamaro-ს ვაზის ჯიშებს იყენებენ.

კამპანია იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ისტორული ღვინის რეგიონია, რომელიც ნეაპოლსა და ვეზუვის მთას აკრავს. ვულკანურ ნიადაგებზე წარმოებულ ვაზებსა და ღვინოებში ხალისიან, ბალახოვანი სურნელებას იგრძნობთ. თეთრი ჯიშებია Fiano, Greco di Tufo და Falaghina, ხოლო Aglianico-თი ტანიანი, ძლიერი წითელი ღვინოები იწურება.

სიცილია დიდი, მზიანი კუნძულია, სადაც იაფ და მსუბუქ ღვინოებთან ერთად ამბიციურ, საინტერესო მწარმოებელსაც აღმოაჩენთ, რომლებიც ადგილობრივი ვაზის ჯიშებით საოცრებებს ახდენენ.”- აღნიშნავს ექსპერტი. აქ ყველაზე ცნობილი თეთრი ვაზის ჯიშებია Grillo და Catarratto, მათგან მსუბუქი, ხილის სურნელების ღვინოები იწარმოება. Nero d’Avola ყველაზე პოპულარული წითელი ყურძენია, რომლითაც ტანინიანი და ძლიერი წითელი ღვინოები იწურება. Frappato კი არომატული და ძალიან სურნელოვანი, კენკროვანი არომატების მატარებელია, რომელც სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება. Nerello Mascalese და Nerello Cappuccio-თი მომაჯადოებელ წითელ ღვინოებს აყენებენ. იტალიის ამ რეგიონებში ნამდვილად იპოვით თქვენთვის ძალიან საინტერესო, არომატულ და სასიამოვნო ღვინოს, რომელიც მთელ მოგზაურობას კიდევ უფრო გაალამაზებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.