Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შვედეთმა გასტრონომიული ტურიზმის კონგრესს უმასპინძლა

შვედეთის ქალაქ გეტებორგში კიდევ ერთხელ დიდი წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი გასტრონომიული ტურიზმის შესახებ (World Food Travel Summit). ტურიზმის ეს მიმართულება ძალზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში და კიდევ უფრო პოპულარული ხდება - ამ სფეროს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. შვედეთის ზღვისპირა ქალაქში გამართულ კონგრესში მონაწილეობა მსოფლიოს 28 ქვეყნის 200-მდე მონაწილემ მიიღო. კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორი 2003 წელს დაარსებული გასტრონომიული ტურიზმის საერთაშორისო ასოციაცია გახლდათ. კონგრესზე მომხსენებლები საკმაოდ მრავალფეროვანი და, ამავე დროს, კონკრეტული საკითხებით წარდგნენ. ამერიკელმა ქალბატონმა ლაურა მანდალამ (Laura Mandala) მსმენელებს საკუთარი კვლევითი ცენტრის სტატისტიკური მონაცემები გააცნო – ვინ ინტერესდება გასტრონომიული ტურიზმით და რა არის ამის მიზეზი? გაბრიელა რანელიმ (Gabriela Ranelli), რომელიც ბასკეთის კულინარიულ სახლს წარმოადგენდა, დამსწრე საზოგადოებას საუცხოო ამბები უამბო ბასკეთის ფენომენალური სამზარეულოს შესახებ. ტაილანდური კომპანია SiamWinery-ს კომერციულმა დირექტორმა დენიელ შვალბმა (Daniel Schwalb) კი მსმენელებს თავისი პროექტის ყველა საინტერესო წვრილმანი გაანდო. თურმე ტაილანდური ეგზოტიკური ბუნების გარდა, მეურნეობის დასათვალიერებლად მისულ ტურისტებს კიდევ ერთი რამით აკვირვებენ: ვენახის სანახავად ისინი სპილოზე ამხედრებულები მიჰყავთ. კონგრესზევე აღინიშნა, რომ ეს კომპანია არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სულ რამდენიმე წელიწადში ჩვეულებრივი მეურნეობა ტურისტთათვის ყველაზე საინტერესო ადგილად იქცეს. თუმცა ამ პროექტის კომერციული წარმატების მიზეზი მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება – სასტუმრო და რესტორნები არ არის. უმთავრესი აქ ღვინისაგან შემოსული მოგებაა. SiamWinery-ს პროდუქცია ხომ უკვე 24 ქვეყანაში გააქვს. იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილას დიდი ბრიტანეთია, სადაც წელიწადში 100 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტს ახორციელებენ.

კონგრესზე განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად გასტრონომიულ თემაზე მომუშავე ჟურნალისტთა მისია და პროფესიონალიზმი იქცა. როგორც გაირკვა, თანამედროვე ანუ ელექტრონული მედია ბოლომდე მაინც ვერ ანაცვლებს ძველ, ბეჭდურ მედიას. მართალია, უკვე ძალიან ბევრი ბლოგერი არის დაინტერესებული ამ მიმართულებით, მაგრამ პროფესიონალ, გამოცდილ ჟურნალისტთა შრომას მაინც სხვა შედეგი მოაქვს.

კონგრესის ოფიციალური ნაწილი რესტორან Faviken-ის მფლობელისა და შეფ-მზარეულის - მანგუს ნილსონის (Magnus Nilsson) ბრწყინვალე გამოსვლითდასრულდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ იმ კომპანიათა ღვაწლი, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა კონგრესი უმაღლეს დონზე ჩატარებულიყო. შვედებმა მაქსიმალურად ისარგებლეს ამ თავყრილობით და საკუთარი ქვეყნის სახელი კიდევ ერთხელ გაიტანეს მთელ მსოფლიოში. მათ შექმნეს სლოგანი - Try Swedish (დააგემოვნე შვედური) და სტუმრებს წარუდგინეს ადგილობრივი პროდუქტები, გააცნეს თითოეული რეგიონისათვის დამახასიათებელი კერძები... თუმცა კონგრესის დელეგატთათვის დაუვიწყარ მოგონებად მაინც შვედური ასთაკვების ჭერა იქცა.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული