გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი, 2012 - 14:17
საჭირო მასალა: 0,5 კგ ქათმის ღვიძლი, 2 თავი ხახვი, 1 ჭიქა წითელი ღვინო, 3 ს.კ. კარამელიზებული ხახვი, 1 ჩ.კ. მარილი, პაპრიკა – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.
მომზადება: ღვიძლი შევწვათ ზეთში. ამავე ტაფაში მოვშუშოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ ღვინო, დავუმატოთ მარილი, კარამელიზებული ხახვი, პაპრიკა და შემწვარი ღვიძლი. 5-7 წუთის შემდეგ კერძი გადმოვდგათ ცეცხლიდან.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი