Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსული ემბარგო ქართველ ღვინის მწარმოებლებს ხარისხის გაუმჯობესებისკენ უბიძგებს

ტაილერ გუტრი

The Washington Post
 
კერძებით გადატვირთულ გრძელ მაგიდასთან მჯდომმა, აღმოვაჩინე რომ მერვე საათი იწურება, რაც ჩემს პირველ სუფრას ვესწრები, ქართულ ქეიფს, გამართულს ვიღაც უცნობის დაბადების დღის აღსანიშნავად
ისიც და დანარჩენი ქართველებიც გასაოცრად კარგ ხასიათზე არიან, მიუხედავად იმ დაღლისა, რაც რუსეთ-საქართველოს ომმა და მუდმივმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ დაატყო. მისი (მასპინძლის) მშობლები მეორე ოთახიდან ადევნებენ თვალყურს სუფრაზე სოკოსა და ღვინის მარაგს.
გარეთ, ულამაზეს ქალაქ სიღნაღში მზე ჩაესვენა, ქალაქში, რომელიც იმის მაჩვენებელია, თუ როგორი იყო, ან როგორი შეიძლება ყოფილიყო საქართველო და რომელიც ზევიდან გადმოჰყურებს მეღვინეობის მწვანედ მობიბინე კუთხეს.
გულუხვი მასპინძლობისა და სამზარეულოს გარდა, საქართველოში კიდევ ღვინის ხარისხიც მაოცებს. მაშინ, როდესაც ფრანგებმა ღვინის გემო ჯერ კიდევ არ იცოდნენ, სამხრეთ-კავკასიაში ამ უძველესმა ერმა 5000 წლის წინ შექმნა ღვინის კულტურა.
რუსებს გაგიჟებით უყვარდათ ქართული ყურძენი და 2006-წლამდე ექსპორტირებული ათი ღვინის ბოთლიდან ცხრა იყიდებოდა.
დამოკიდებულება მაშინ შეიცვალა, როდესაც რუსეთმა, იმ მიზეზით რომ პროდუქცია დიდი რაოდენობით პესტიციდებს შეიცავდა, ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა და უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოს რუსეთის შერეული ბაზრისთვის სპეციალურად ნაწარმოები მაღალი და დაბალი ხარისხის ღვინოების უდიდესი მარაგი დაუგროვდა.
რუსეთის ემბარგომ საშინელი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე.
როდესაც თურქეთიდან ბათუმის საკურორტო ქალაქის ტერიტორიაზე შემოვდიოდი, მეტისმეტმა კითხვებმა ძალიან გამაღიზიანა. “რამდენი ხანია დაქორწინებული ბრძანდებით?” – მეკითხება მებაჟე, თან სურათს მიღებს. ”წელიწადზე მეტია” – ვუპასუხე.
”თქვენი სახელის წარმომავლობა?”
მთელი ღამის მგზავრობით თვალებდაბინდული 5 წუთის მანძილზე ვპასუხობდი პირად შეკითხვებს, სანამ არ გავაცნობიერე, რომ საუბარი უკვე ყბედობაში გადაიზარდა.
მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ არსად ისე თბილად არ ხვდებიან ამერიკელებს, როგორც საქართველოში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე.
საქართველო არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობისა და მდიდარი კულტურის ქვეყანაა. როდესაც საზღვარი გადმოვლახე, დიდი ბრძოლა დამჭირდა, რომ ფეხი დამედგა ხალხით გადაჭედილ ავტობუსში, რომელიც თავისუფლად მიდიოდა მანქანებსა და ძროხების მთელ რიგს შორის, ესენიც თავის მხრივ თავისუფლად მიაბიჯებდნენ. გზის დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე გვიანი სეზონის დამსვენებლები მოსჩანდნენ, ხოლო მეორე მხარეს სუბტროპიკული მთები, მთელს სივრცეზე გადაჭიმული.
ბათუმის ცენტრში ავსტრიულ-რუსული გავლენა იგრძნობა. ყოველი შენობის თავზე მოსჩანს მოელვარე გუმბათები. აქ ყველაფერი გემოვნებითაა ნაგები, ძველი საბჭოთა შენობების ნაცვლად ახლა აქ თითოეული შენობა ღია და კაშკაშა ფერებშია შეღებილი. ცენტრიდან მოშორებით, კოლონიალური ნაგებობები, უსწორმასწორო ქუჩები და მცენარეულობა პროვინციულ კოლუმბიას ან ესპანურ რომანებში აღწერილ ქალაქებს მოგაგონებთ.
ერთ პატარა მყუდრო და სასიამოვნო რესტორანში პირველად დავაგემოვნე ქართული თეთრი ღვინო. დაჟინებით მოვითხოვე დეგუსტაციის ოთახის ნახვა, რათა რამდენიმე ბოთლი სიღნაღისთვის გადამენახა.
გაოცებას ვერ ვმალავდი, როდესაც პირველად დავაგემოვნე ეს უეტიკეტო და 1 დოლარის ღირებულების ღვინო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ იაფი, თუმცა ასევე უგემრიელესი იყო ღორის და კიდევ რაღაცის კერძი, რომლის დასახელებაც ვერ შევძელი ამომეკითხა ქართულ-რუსულენოვან მენიუში. ოფიციანტმა, თავაზიანი ინგლისურით განმიმარტა თუ რა არის რქაწითელი, ყურძნის ერთ-ერთი პოპულარული სახეობა. ბოთლი ჯერაც არ იყო გამოცლილი, რომ ვიგრძენი უკვე ნასვამი ვიყავი და რაღაცნაირად თვითდაჯერებაც მომემატა. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა პატარა მონახაზი გავაკეთე, თითქოს ამ საქმის დიდი მცოდნე ვყოფილიყავი – ”მოტკბო-მომჟაო ქარვისფერი ღვინოა, რომელსაც ცოტა გარგრის გემოც დაჰკრავს”.
საქართველოში სმა ძალიან პოპულარულია, სვამენ ხშირად და ის ერთგვარ რიტუალს წარმოადგენს. ბორჯომი მოვითხოვე – მინერალური წყალი, რომელიც როგორც ვიცი ნაბახუსევზე უებარი საშუალებაა.
მეორე დილით გამომეღვიძა, თუმცა საზღვარზე გადმოსულს გადამავიწყდა დროის გადაწევა და თბილისის მატარებელზეც დამაგვიანდა. სადგურთან ჩამოვჯექი. არც ქართული ანბანის კითხვა ვიცი, მხოლოდ აქეთ-იქით მიმავალ ავტობუსებს ვაკვირდები. ერთი ძალზე კეთილი უცნობი ადამიანის დახმარებით გამოვარკვიე რა საშუალებით მოვხვედრილიყავი თბილისში და დიდი ბრძოლით აღმოვჩნდი ”მარშუტკაში” – პატარა ავტობუსში.
ხალხითა და ბარგით დატვირთულმა ავტობუსმა ჩაუარა ქალაქებს, მთებს. ეს ის სანახაობაა, რომელიც ჯერ არსად არ გინახავთ. 6 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ თბილისს, თუმცა გზად თბილისისაკენ არაერთხელ ვიგრძენი სიკვდილის მოახლოებული საშიშროება, როცა ვხედავდი მანძილს ჩვენსა და მომავალ მანქანებს შორის, იმას თუ როგორ ჩაუარა სატვირთო მანქანას ან როგორ გადაკვეთა ჩვენმა მინი-ავტობუსმა ღერძულა ხაზი. თბილისში მშვიდობით ჩამოვედით.
 
მუდმივი ოპტიმისტები
 
როგორც მრავალმა ყოფილმა საბჭოთა კავშირის ქვეყანამ, საქართველომაც აღმოფხვრა კორუფცია, ბოლო მოუღო დამყაყებულ რეჟიმს. 2003 წლიდან, მას შემდეგ რაც ”ვარდების რევოლუციის” შედეგად ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ეკონომიკურ, სახელმწიფო და სოციალურ რეფორმებთან ერთად, ქართველი ხალხი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა დააბალანსოს ქვეყანაში არსებული დესტაბილიზაცია.
2008 წლის ავბედითმა ომმა, რომელიც სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე დაიწყო, ამ პროგრესის შეფერხება გამოიღო შედეგად. სააკაშვილის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა (რადგან მან ომი წააგო), მაგრამ თითოეული ქართველი მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი. იმედოვნებდნენ, რომ მიუხედავად რუსეთის ამ საშინელი ზეწოლისა, ამერიკაც და სხვა დანარჩენი ქვეყნებიც გამოიჩენდნენ კეთილ ნებას და დახმარებას გაუწევდნენ ნებისმიერი საშუალებით – თუნდაც ეს ერთი ბოთლი ღვინო ყოფილიყო.
თბილისის ნარიყალას ციხესიმაგრიდან იშლება ქალაქის უნშვენიერესი ხედი. ძველ თბილისში მოგზაურობამ გამაცნო კულტურული მემკვიდრეობა, უძველესი სახლები, ნაგებობები, გულმოდგინედ დამუშავებული ხისა და რკინის დეტალებით. მეჩეთი, ძველი აბანოები და მდინარე მტკვარი, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს. ქალაქის მეორე მხარეს, პატარა მთაზე სამების საკათედრო ტაძარია აღმართული. კლასიკურ სტილში ნაგები ეს ახალი ტაძარი, ყოველი მხრიდან განათებული, ახლომახლო მდებარეს ყველაფერს უსვამს ხაზს, პრეზიდენტის თანამედროვე გუმბათებიან სასახლესაც კი.
ეკლესიიდან გამოსული, დავით აღმაშენებლის ქუჩისაკენ წამოვედი, ეს ქუჩა მდინარეს ჩრდილოეთით მიუყვება. როგორც თბილისის უმეტესი ნაწილი, აღმაშენებლის გამზირიც მოთმინებით ელის რეინვესტიციასა და ახალი ცხოვრების დაწყებას. შემდეგ გავუყევი თავისუფლების მოედანს, რომელზედაც თაობიდან-თაობამდე მრავალი პოლიტიკური მსვლელობა, დემონსტრაცია ჩატარებულა და რომლის სახელიც ყოველი ახალი რეჟიმის მოსვლასთან ერთად იცვლება. შემდეგ ავუყევი რუსთაველის გამზირს, თბილისის უდაოდ ყველაზე ლამაზ ნაწილს. ჩავუარე მართლაც უძვირეს მარიოტს, ოპერისა და ბალეტის თეატრს და მივადექი მაკდონალდს.
მეორე ღამეს თბილისში ყოფნისას გამაოცა თბილისის ეროვნულმა მემორიალმა. წმინდა ნინო (მე-4 საუკუნის კაპადოკიელი ქალბატონი, რომელმაც პირველმა შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში), მეფე დავით აღმაშენებელი (ქვეყნის ყველაზე წარმატებული და პატივსაცემი მეფე) და სხვა მრავალი ისტორიული ფიგურა.
 
ოქროს ზოლი
 
რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემმა მეგობრებმა სიღნაღში შემახვედრეს ჯონ ვურდემანს, ამერიკელ ხელოვანს.
ქალაქი მთელს კახეთს, ღვინის კუთხეს გადაჰყურებს. ჩამოსვლის დღეს ღრუბლები ისეთი სქელი იყო, ჩრდილოეთით 30 მილის დაშორებით დაღესტნის მთელს მინდვრებს ფარავდა.
საბჭოთა პერიოდში ამ ნაწილს ფანტასტიკური მიწის მონაკვეთს, რომელიც უამრავი რაოდენობის ყურძენს იძლეოდა ოქროს ზოლს უწოდებდნენ.
ახლა, როდესაც რუსეთის ბაზარი დახურულია, ადგილობრივი მცხოვრებლები მოუთმენლად ელიან როდის გაიზრდება მოთხოვნა ღვინოზე, ანდა მათ კუთხეს როდის ესტუმრებიან ტურისტები.
ვურდემანი, თავის პარტნიორებთან ერთად, ღვინის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიების გაცოცხლებაზე მუშაობს, რაც თავისთავად ინტეგრირებულია ქართულ ცხოვრებასთან. ერთი კვირით ადრე მოსავლის აღებამდე მას მივყავარ ღვინის ქარხანაში, სადაც ღვინოს ძველებური წესით ამზადებენ.
ქარხანა 10 ჰექტარი ნოყიერი მიწის ნაკვეთის შუაგულში, მე-6 საუკუნის მონასტრის ქვეშ მდებარეობს. გავოცდი როდესაც მიწაში 800-დან 3500-მდე ლიტრის ქვევრებს წავაწყდი. როგორ მუშაობენ დღეების განმავლობაში ღვინის დაწურვაზე, როგორ ასხამენ მათ ქვევრებში, ბოლოს როგორ ლუქავენ ქვევრებს ქვის სახურავებით, სველი თიხით და ბოლოს როგორ ფარავენ ქვიშით. ასე ინახავენ დაახლოებით 2-წლამდე. ღვინის დამზადების პროცესში იყენებენ სულფატს, რაც პროდუქციის მოხმარების შემდეგ ამცირებს თავის ტკივილს. ეს თვისება წითელ ღვინოს ახასიათებს. მას შემდეგ, რაც ღვინოს ქვევრიდან ამოიღებენ, ბოთლებში გადაანაწილებენ, საგულდაგულოდ წმენდენ და ქვევრებს მის მეორე გამოყენებამდე უკეთებენ სტერილიზაციას. უნდა აღინიშნოს რომ ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია.
გარდა იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობოდა ყურძნის მოყვანას, ამავდროულად თითქმის მთლიანად შეიცვალა ღვინის წარმოების ტექნოლოგიები, რასაც ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ.
ღვინის ქარხნებში მოხდა ქვევრების ცემენტით ამოვსება და მათი სხვა დანადგარებით ჩანაცვლება. რუსებს სურდათ იაფი ღვინო და იღებდნენ კიდეც მთელი ეს წლები.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, სახელმწიფომ გამოყო დიდი ოდენობის თანხები ინდუსტრიული სფეროს განვითარებისთვის და იმედოვნებენ, რომ იმაზე მეტ სარგებელს მიიღებენ ვიდრე აქამდე ჰქონდათ.
2007 წელს ვურდემანმა და მისმა პარტნიორებმა შემოიარეს თითოეული სოფელი, თითოეული ოჯახი, იმ ხარისხის ქვევრების ძებნაში, რომლებიც მათ ღვინის წარმოებისას სჭირდებოდათ. ქართული ღვინის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიები და აღჭურვილობა ჯერ კიდევ შემორჩენილი და აქტუალური აღმოჩნდა უამრავ ოჯახში, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა ღვინის დამზადების ძველებური მეთოდები. რამდენიმე ღვინის ქარხანა, როგორიცაა მაგალითად ”ვინოტერა” და ”ალავერდის მონასტერი” ჯერ კიდევ ქვევრის ტექნოლოგიას იყენებენ, ხოლო ისეთი ქარხნები, როგორებიცაა ”თელიანი ველი” და ”მუხრანი” თანამედროვე ტექნოლოგიებით ამზადებენ ღვინოს და იმედოვნებენ კიდეც, რომ მათი ნაწარმი მალე დაიმკვიდრებს ადგილს ამერიკის ღვინის მაღაზიებსა და თვით ამერიკელი ხალხის გემოვნებაში.
ღვინის ქარხნიდან დაბრუნებული, ვურდემანმა   მისი მეგობრის დაბადების დღეზე მიმიწვია სტუმრად. როდესაც გვერდით სამგლოვიარო პროცესიას ჩავუარეთ და დავინახე ღია სასახლე, მივუბრუნდი ვურდემანს და ვკითხე: ”მეც უნდა ჩავერთო?” ”რა თქმა უნდა არა” – მიპასუხა მან – ”უცხო ხალხის მიმართ გამოჩენილი სულგრძელობა ნიშნავს თუ რამდენად სცემს ადამიანი ღმერთს თაყვანს!”
და კიდევ ერთი – მათ მართლაც უყვართ ამერიკელი ხალხი.
 
© foreignpress.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.