გამოქვეყნებულია: 24 დეკემბერი, 2012 - 22:36
საჭირო მასალა: 2 კბილი ნიორი, 100 გ წინა დღის უფუარი პური, 3 ს.კ. ბეგქონდარა, 5 სკ. ზეითუნის ზეთი, 1,6 კგ-იანი ქათამი, 300 მლ ბულიონი, მარილი, პილპილი.
მომზადება: ნიორი შუა-შუა გავჭრათ. პურის ნაჭრები დავაქუცმაცოთ და ავურიოთ ნიორი, დანარჩენი სანელებლები და 2 ს.კ. ზეთი. ქათამს გარედან და შიგნიდან წავუსვათ მარილი, მუცელი გამოვუტენოთ პურის გულსართით და ამოვკეროთ კულინარიული ძაფით. ქათამს გარედან წავუსვათ დარჩენილი ზეთი, მოვათავსოთ საცხობ ფორმაში და შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. შემდეგ დავასხათ ბულიონი და კიდევ 40-45 წუთის განმავლობაში სევწვათ. შეწვისას ქათამს ზემოდან ვასხათ ბულიონი. ქათამი სუფრაზე ბოსტნეულის გარნირთან ერთად მივიტანოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი