გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი, 2010 - 18:30
საჭირო მასალა: 700 გ ხორცი (ღორის, საქონლის ან ინდაურის), 1 ჩ.კ. პაპრიკა, 1 ჩ.კ. პროვანსის მწვანილების ნაკრები, 1 ჩ.კ. დაფქული ქინძის თესლი, 1 ს.კ. ზეთი, 4 კბილი ნიორი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ხორცის ნაჭერი დავსეროთ აქა-იქა და ჩავუწყოთ ნივრის პატარა ნაჭრები, შევაზილოთ სანელებლები ზეთთან ერთად, დავასხათ კონცენტრირებული მარილ-წყალი და მთელი ღამით მოვათავსოთ მაცივარში. ხორცი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე ორთქლზე 45-60 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხორცის ნაჭერი ამოვატრიალოთ და კიდევ დაახლოებით 20 წუთი ვხარშოთ. მომზადების დრო დამოკიდებულია ხორცის ხარისხზე. როდესაც მომზადდება, გავაციოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავჭრათ.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი