Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში Wine and Gourmet Japan 2018-ზე

რამდენიმე დღის წინ ტოკიოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Wine and Gourmet Japan 2018 ჩატარდა, სადაც თექვსმეტი ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობდა.

Wine and Gourmet Japan-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან. 

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ: „ვინაგორა“, „შუმი“, „ვაინმენი“, „ჩიგოგიძის ღვინოები“, „ბესინი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შილდა“, „მეღვინეობა დანიელი“, „მილდიანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეღვინეობა ხარება“, „გიუაანი“, „მარანული“, „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“ და GWS.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. ღონისძიებას იაპონელი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.

გამოფენასა და ქართული ღვინის დეგუსტაციას,  იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე დაესწრო.

Wine and Gourmet Japan ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პროფესიონალური გამოფენაა აზიის მასშტაბით და მასში მონაწილეობა ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს 2015 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც გაიზარდა როგორც ქართული ღვინის კომპანიების მხრიდან იაპონიის ბაზრის მიმართ ინტერესი,  ისე იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი.

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, იაპონიაში ექსპორტირებულია 53 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 230%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინო იაპონიაში  გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე ყოველ წელს არის წარმოდგენილი. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები იმართება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული