Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე პოპულარული ქართული ღვინის ჯიშები Taste Atlas-ის მიხედვით

Tasteatlas-მა გასულ კვირაში ქართული ყველაზე პოპულარული ღვინის ჯიშების ათეული გამოაქვეყნა. 

პირველ ადგილს, ალბათ, გასაკვირი არც არის, რომ საფერავი იკავებს, კახური ვაზის ჯიში, რომელიც საქართველოს გარდა ავსტრალიაში, ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ახრობს. 

საფერავის შემდეგ ყველაზე ცნობილი ღვინო რქაწითელია, ასევე კახური ვაზის ჯიში,  რომლითაც სხვადასხვა კატეგორიის ღვინოების დაწურვაა შესაძლებელი,, როგორც წესი, ინარჩუნებს დაბალანსებულ მჟავიანობას. მშრალი რქაწითელის ღვინოები გამოირჩევა ხალისიანი და სასიამოვნო არომატებით, რომლებსაც ღვინო დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიით სხვადასხვანაირად წარმოაჩენს, ძირითადად ახასიათებს ვაშლის, ატმისა და გარგრის არომატები.

ჩინური მესამე ადგილს იკავებს. ეს ვაზის ჯიში ცნობილი სწორედ იმითაა, რომ სიხალასეს, გრილ, სასიამოვნო არომატებსა და შაქრიანობის საშუალო დონეს ინარჩუნებს. ძირითადად ჩინურისგან მშრალ ღვინოებს აყენებენ, თუმცა ცნობილია “გამაგრილებელი”, საზაფხულო ცქრიალა ღვინოებიც ატენურის აპელაციის ზონიდან. ღვინის პროფილში ხშირად შეხვდებით პიტნასა და ველურ ყვავილებს. მწარმოებლები ამ ჯიშს ძირითადად ევროპული ტექნოლოგიით აყენებენ მისი მსუბუქი ხასიათისა და გემური თვისებების გამო, თუმცა ქვევრის ჩინურსაც ხშირად შეხვდებით.

მეოთხე ადგილას ცოლიკოურია, რომელიც ძირითადად დასავლეთსი მოჰყავთ და მისგან მშრალ ან ნახევრად ტკბილ სადესერტო ღვინოებს აწარმოებენ ტვიშის მიკროზონიდან. ხშირია ცოლიკოურის თეთრასთან და ციცქასთან კუპაჟი. ღვინო ძირითადად ხასიათდება ატმისა და ციტრუსების ნოტებით.

შემდეგია კახური მწვანე, კახური ვაზის ჯიში, რომოისგანაც ძირითადად მაღალალკოჰოლური და საკმაოდ ტანინიანი ღვინოები იწარმოება. ძირითადად კახეთში მოჰყავთ, ხშირად გამოიყენება ბლენდებში. მისი დაყენების ტექნოლოგია კი, როგორც წესი, ქვევრია. არომატები მოგაგონებთ ციტრუსს, ყვავილებისა და მინერალურ სურნელებს.

მეექვსე ადგილს თავკვერი იკავებს, ცოცხალი და “ენერგიული” ვაზის ჯიში. სტატიაში აღნიშნავენ, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე თავკვერი იდეალურია ახალგაზრდობაში. ძირითადად ხასიათდება ალუბლის, ქლიავის, ჟოლოსა და მოცხარის არომატებით. ავტორი “შატო მუხრანის”, “გურამიშვილის მარნისა” და “ჭოტიაშვილის” თავკვერს გამოარჩევს. 

ამ ვაზის ჯიშებს შემდეგ ციცა, კრახუნა და ქისი მოჰყვება, რომელთა შესახებ უფრო ვრცელ დახასიათებასაც სტატიაში გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.