Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოცხარის სამარხვო ღვეზელი

საჭირო მასალა: ცომისთვის - 1,5 ჭიქა ფქვილი, 2-3 ს.კ. შაქარი, 5 ს.კ. ზეთი, 6 ს.კ. ძალიან ცივი წყალი, მწიკვი ვანილი, მარილი და სოდა. გულსართისთვის – 1 ჭიქა გაყინული მოცხარი, 3 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. ფქვილი.
მომზადება: კენკრა გავადნოთ. თასში ჩავყაროთ 1 ჭიქა გაცრილი ფქვილი. დავუმატოთ მარილი, შაქარი, ვანილი, წყალი, ზეთი და ავურიოთ. დავუმატოთ დანარჩენ ფქვილში არეული სოდა და მოვზილოთ ელასტიკური ცომი. შევახვიოთ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში შევდოთ. გამდნარ კენკრას დავუმატოთ ფქვილი და შაქარი. ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. 19 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცოტა ზეთი. ცომი ერთ მოზრდილ და ერთ პატარა ნაწილად გავყოთ. დიდი ნაწილი გავაბრტყელოთ და ფორმაში ჩავაფინოთ. ფენას გავუკეთოთ გვერდები, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და ზედ შაქარარეული კენკრა მოვათავსოთ. ცომის მეორე ნაწილიც გავაბრტყელოთ და კენკრას ზემოდან გადავაფინოთ. ღვეზელს შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, წავუსვათ ზეთი და, სურვილისამებრ, ზემოდანაც ცოტა შაქარი მოვაყაროთ. ღვეზელი 30-35 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.