Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარი ძროხის ხორცით

პროდუქტები: 500 გ. ძროხის ხორცი; 3 მოზრდილი ხახვი; 0,5 ს/კ ქინძის თესლი; 1 ჩ/კ დაფქული კურკუმა; 0,5 ჩ/კ კვლიავი; 0,5 ჩ/კ მდოგვის მარცვლები; 0,5 ჩ/კ მწარე წითელი წიწაკა; დანის წვერით ჯანჯაფილი და შავი პილპილი; 3 ს/კ ერბო; 2 მწყერის კვერცხი; 1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი; 2 კბილი ნიორი; 3-4 ს/კ ზეთი; 2 პატარა ცხარე წიწაკა; მარილი გემოვნებით.

მომზადება: სქელძირიანი ქვაბი დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ჩავასხათ ზეთი. როცა გაცხელდება, დავუმატოთ ალყა- ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი და წიწაკა, დავუმატოთ წინასწარ ქვა-სანაყში დანაყილი, ძმარში გახსნილი სანელები და 3-4 წუთით კვლავ გავაგრძელოთ შუშვა. ძროხის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევურიოთ ათქვეფილი მწყრის კვერცხი, ჩავყაროთ ქვაბში ხახვთან და სანელებთან ერთად, დავუმატოთ 0,5 ლ. წყალი, დავაფაროთ საფარებელი და ვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. ხორცი რომ დარბილდება, შეგვიძლია გავუწყოთ მარილი და სურვილისამებრ ლიმონის წვენი. სუფრასთან მივიტანოთ ბრინჯთან ერთად.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული