Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გუფთები ღრუბელში

საჭირო მასალა: გუფთებისთვის – 350 გ ხორცის ფარში, 3 ს.კ. შვრიის ფანტელი (ჰერკულესი), 2-3 ღერი მწვანე ხახვი, 1 ს.კ. კეტჩუპი, ძირა, მარილი, პილპილი – გემოვნებით. ღრუბლისთვის – 1 1/4 ჭიქა ფქვილი, 0,5 ჭიქა რძე, 2/3 ჭიქა მდუღარე წყალი, 2-3 კვერცხი, მწიკვი მარილი.

მომზადება: ხორცის ფარშში ავურიოთ ძირა, პილპილი და მარილი. მომზადებული ფარში 30 წუთით შევდგათ მაცივარში. შემდეგ შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, შვრიის ფანტელი, კეტჩუპი. ფარში კარგად მოვზილოთ ხელით და 12 ბურთულად დავყოთ. ტარტალეტის ან სუფლეს პატარა ფორმებს ცოტა ცხიმი წავუსვათ და გუფთები შიგ მოვათავსოთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთით. ამასობაში მოვამზადოთ “ღრუბელი” – ფქვილი, კვერცხი, რძე, წყალი და მარილი კარგად ავთქვიფოთ. მივიღებთ თხელ ცომს. ღუმლიდან გამოვიღოთ გუფთები და ზედ დავასხათ ცომი, შემდეგ კვლავ შევაბრუნოთ ღუმელში და ვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული