Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრინჯი კურკუმათი და ცხვირს ხორცით

საჭირო მასალა:1 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 2-3 ს.კ. ზეთი, 2 ჭიქა ბრინჯი, 4 ჭიქა წყალი, 100 გ. კარაქი, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, 400-500 გ. ბატკნის ხორცი, 4- ს.კ. სოიოს სოუსი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება:სტაფილო გავრეცხოთ და მოვშუშოთ ხახვთან ერთად ზეთში. ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ სოიოს სოუსი, მოვაყაროთ შავი პილპილი და დავდგათ 2-3 საათით მაცივარში. 2 ჭიქა ბრინჯი გავრეცხოთ, მოვატაროთ ცეცხლზე, ჩავყაროთ 4 ჭიქა ადუღებულ, მარილგაწყობილ წყალში და დავახუროთ საფარებელი. 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ მოშუშული სტაფილო და ნახევარი კარაქი, 10 წუთიოს შემდეგ - შავი პილპილი, კურკუმა და დანარჩენი ცხიმი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევფუთოთ ქაღალდებში. ცხვრის ხორცი ჩავყაროთ ღრმა, სქელძირიან ტაფაში, დავასხათ ცოტა წყალი, მისივე წვენი და შევწვათ ჯერ მაღალ, ხოლო შემდეგ საშუალო ცეცხლზე. ბრინჯი სუფრასთან მივიტანოთ შემწვარ ხორცთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული