Absolut Vodka ნატურალური არომატიზატორებით გამდიდრებული არყების სერიას აგრძელებს - კომპანიამ აშშ-ის ბაზარზე ჰიბისკუსისა (ჩინური ვარდის) და ბროწეულის არომატის მქონე ახალი არაყი - Absolut Hibiskus- გამოიტანა. “ჰიბისკუსის მკვეთრი გემო მოეწონება მათ, ვისაც საკონდიტრო არომატიზატორებით გაჯერებული არაყი მობეზრდა და რაღაც უფრო დახვეწილ გემოს ეძებს, შაქრისა და კონსერვანტების გარეშე,” – აღნიშნავს Absolut, Pernod Ricard USA-ს ბრენდ-მენეჯერი ერიკ ჰოროვიცი. ახალ სასმელს ჰიბისკუსის მომჟავო და ბროწეულის მოტკბო გემო დაჰკრავს. როგორც მწარმოებელი განმარტავს, არაყს ხილისა და ყვავილების არომატი დაჰყვება. Absolut Hibiskus1 ლ., 750 მლ. და 50 მლ.-იანი ბოთლებით გაიყიდება და 750-მილილიტრიანი ბოთლი 21 დოლარი ეღირება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი