Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რძის სუპი ჩრდილოურად

საჭირო მასალა: 200 გ კარტოფილი, 200 გ სტაფილო, 200 გ გოგრა, 200 გ თალგამი, 30 გ კარაქი, 2 ს.კ. ფქვილი, 800 მლ რძე, 1 პატარა კონა ოხრახუში, 150 გ შებოლილი ორაგული, 150 გ გაყინული მწვანე ბარდა, მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი, სტაფილო და თალგამი გავფცქვნათ და 2 სმ ზომის კუბებად დავჭრათ. ქვაბში გავაცხელოთ კარაქი და დავაყაროთ ფქვილი. 1 წუთში, როცა  გაოქროსფრდება, დავასხათ რძე. როცა რძე ადუღდება, დავუმატოთ ბოსტნეული და 15 წუთი ვხარშოთ. ამასობაში დავჭრათ ოხრახუში და თხლად დავჭრათ შებოლილი ორაგული. 15 წუთის შემდეგ დავუმატოთ  მწვანე ბარდა, შევანელოთ მარილითა და პილპილით და 5 წუთში ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრაზე გატანის წინ წვნიანში მოვათავსოთ ორაგულის ნაჭრები და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული