Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კლიმატის ცვლილება ესპანური ღვინის მომავალს საფრთხეს უქმნის - Reuters

Reuters ესპანეთსა და იქაურ ღვინოებზე წერს, სადაც კლიმატის ცვლილებამ გავლენა ნამდვილად მოახდინა. როგორც ვკითხულობთ, ესპანელი გენეტიკის მკვლევარი პაბლო კარბონელი ადგილობრივი ვაზის გენომის არქეტიპში ცვლილებას ხედავს, რაც მიუთითებს სიმწიფის უფრო ხანგრძლივ ციკლზე, რომელსაც განსაკუთრებით ესპანელი მეღვინეები ძალიან დიდი ხანი ელოდებოდნენ. ტემპერატურის მატება ნიშნავს იმას, რომ ყურძენი დროზე ადრე დამწიფდება, ეს ალკოჰოლის მაღალ შემცველობას იწვევს, სუსტ ფერსა და არომატს, რომელმაც შეიძლება ღვინის ხასიათს საფრთხე შეუქმნას. ეს ნიშნავს, რომ მეღვინეები ახლა ისეთი ვაზის ტიპებს ეძებენ, რომლებიც კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობას შეინარჩუნებენ. 

როგორც Reuters-ში ვკითხულობთ, ბევრი ლაბორატორია შეისაწავლის ესპანეთში ყველაზე ხშირ და გავრცელებულ ვაზის ჯიშებს. ICVV-მ (The publicly-funded Vine and Wine Research Institute) დაადგინა, რომ 35 წელზე მეტი ხნის ვაზი, როგორც ჩანს, უფრო უკეთ უმკლავდება კლიმატის ცვლილებას, რადგან ისინი გენური მრავლალფეროვნებით გამოირჩევიან: “ლაბორატორიის საბოლოო მიზანია, ჩვენმა მეღვინეებმა ისეთი ჯიშები დარგან, რომლებიც კლიმატის ცვლილების აქტიურ პერიოდებში მარტივად ადაპტირდებიან” - აცხადებს კარბონელი.

ესპანეთისთვის, მსოფლიოში მესამე ყველაზე მსხვილი მწარმოებლისთვის, რომელიც ექსპორტსა და ვენახების ფართობით ლიდერობს, ბევრი რამ ღვინის ბაზარზე სასწორზე დგება კლიმატური ცვლილებების გამო. გაეროს კლიმატიცვლილებების მთავრობათაშორისო პანელმა ევროპა გააფრთხულა, რომ მოსალოდნელია ზარალი მშრალი პირობების, სიცხისა და ექსტრემალური ამინდების გამო. ამ ანგარიშს 6-18 ნოემბერს ეგვიპტეში გამართულ COP27 სამიტზე წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ზაფხული ესპანეთში ყველაზე ცხელი იყო. 1961 წლიდან ტემპერატურა საშუალოზე 2,2 გრადუსით მეტი იყო. 

გეროგრაფი რაკელ არანსეის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლა რიოხაში მინიმალური ტემპერატურია გაიზარდა 1950-2018 წლამდე საშუალოდ 0.9 გრადუსით. რთველი უფრო და უფრო ადრე იწყება და 1992-2019 წლებში ალკოჰოლის შემცველობა 1,3 გრადუსით გაიზარდა. 

ჩრდილოეთის რეგიონი ესპანეთის მოსახლეობის მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს, თუმცა იქ ღვინის 21% იწარმოება. 500-ზე მეტი ღვინის საწარმო ყოველწლიურად 350 მლნ. ბოთლს წურავს. აქ გამომუშავება წელიწადში 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც რეგიონის ეკონომიკის 20%-ია: “ჩვენ ძალიან ვღელავთ კლიმატის ცვლილების გამო. აღსანიშნავია, რომ წელს რთველი საშუალოზე 2 კვირით ადრე დაიწყო, რაც ყურძნის იდეალურ ბალანსს ცვლის”. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნაკლები ნალექისა და მაღალი ტემპერატურის გამო წარმოება 5%-10%-ით შემცირდა. სტატიას სრულად Reuters-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული