Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიგვზისა და ლიმნის ტორტი ფქვილის გარეშე

საჭირო მასალა: დაკუაზისათვის – 6 კვერცხის ცილა, 60 გ შაქარი, 160 გ დაფქული თხილი, 160 გ შაქრის პუდრა. კრემი პატისიერი – 500 გ რძე, 160 გ შაქარი, 6 კვერცხის გული, 4 ს.კ. სახამებელი, 1 ლიმონის წვენი და ზოლებად აჭრილი ცედრა, 250 გ 35%-იანი ნაღები. მეორე კრემი - 60 გ შავი შოკოლადი, 40 მლ ნაღები, 1 ს.კ. კონიაკი

ფორმა გამოსაცხობად - 38х38 სმ

მომზადება: დაკუაზისათვის მიქსერით დიდ სიჩქარეზე გავთქვიფოთ კვერცხის ცილა, თანდათანობით შევურიოთ შაქრისა და თხილის მასა, ფორმაში დავფინოთ გამოსაცხობი ქაღალდი ან ცხიმწასმული კალკა, ზედ მოვათავსოთ ათქვეფილი მასა და გამოვაცხოთ ცხელ ღუმელში 175 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. გამოცხობისთანავე ბასრი დანით ამოვჭრათ 2 მრგვალი ფირფიტა. დარჩენილი ნაწილები კი გამოვიყენოთ ზემოდან მოსართავად.

კრემისათვის კვერცხის გულები შაქარი, სახამებელი და ლიმონის ცედრა შევურიოთ რძეში და ნელ ცეცხლზე დავდგათ. კრემი ვხარშოთ, სანამ არ შესქელდება, თან მუდმივად ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ლიმონის წვენი და შეგრილებულს შევურიოთ კარგად ათქვეფილი ნაღები. მოვამზადოთ მეორე კრემი - შევათბოთ ნაღები, ჩავადნოთ შოკოლადი, შევურიოთ კონიაკი და შეგრილებული მასა წავუსვათ ფირფიტებს. კრემ პატისიერის ნახევარი წავუსვათ ერთ ფირფიტას, დავაფაროთ მეორე და დარჩენილი კრემი ყველა მხრიდან წავუსვათ. ტორტი მოვრთოთ დაკუაზის დარჩენილი ნატეხებით და ერთი ღამე მაცივარში გავაჩეროთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







StatCounter - Free Web Tracker and Counter