გამოქვეყნებულია: 1 აპრილი, 2013 - 01:36
საჭირო მასალა: 400 გ საქონლის ტვინი, 2-3 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი წიწაკა ჩილი, 1 ს.კ. სიმინდის ან არაქისის ზეთი, 2 ჩ.კ. ქარის სანელებელი (ფხვნილი), 2 ჭიქა ქოქოსის რძე, 1 ჩ.კ. მარილი, 1 ჩ.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. თამარინდი, ლიმონის ცედრა – გემოვნებით.
მომზადება: ტვინი 10 წუთით მოვათავსოთ ორთქლზე, შემდეგ გავაცივოთ, შევაშროთ და დავჭრათ. ხახვი და ნიორი დავჭრათ და მთლიან წიწაკასთან ერთად მსუბუქად მოვშუშოთ ზეთში. დავუმატოთ ქარის ფხვნილი, ქოქოსის რძე, 1 ს.კ. წყალში გახსნილი მარილი, შაქარი, ლიმონის ცედრა და 1 ს.კ. თამარინდი. მოვურიოთ. რამდენიმე წუთის შუშვის შემდეგ დავუმატოთ ტვინი და ვხარშოთ მანამ, სანამ სოუსი არ შესქელდება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი