Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ივნისი – ქართული ღვინის თვე ამერიკაში

აშშ–ში გრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მიმართული ღონისძიებები. ისევე, როგორც შარშან, ოქტომბერში, წელსაც იმართება „ქართული ღვინის თვე“, რომელიც 13 ივნისს ნიუ–იორკში დაიწყო და ისევე, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც, მას სამი ქალაქი უმასპინძლებს, ნიუ–იორკი, ვაშინგტონი (20 ივნისს) და სან–ფრანცისკო (27 ივნისს).

დეგუსტაცია რესტორანი/ღვინის ბარ Corkbuzz–ში გაიმართა და მასპინძლებად მასტერ-სომელიე ლორა მანიეკი (Laura Maniec MS) და ამ ღონისძიებების წამყვანი ქ-ნი ლიზა გრანიკი, MW მოგვევლინენ.

როგორც შარშან, წელსაც, „ქართული ღვინის თვე“ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია ქართული ღვინის მხარდაჭერით გაიმართა. დეგუსტაცია-სემინარზე 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციის პარალელურად გაიმართა სემინარი ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ისე თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

„ნიუ-იორკში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაცია იყო საოცრად წარმატებული, სადაც უამრავი ხალხი შეიკრიბა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში“ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონში და სან–ფრანცისკოშიც ისეთივე ხალხმრავლობა იქნება, როგორც 13 ივნისს, ნიუ იორკში.

ამერიკული ბაზრის მნიშვნელობა განსაკუთრებულად აქტუალური თემაა დღეს, მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქართველ მეღვინებს უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი შეუძლიათ შესთავაზონ ამერიკელ ღვინის მოყვარულებს, მათ, ვინც ახალ და განსაკუთრებულ გემოებს ეძებენ. ეს ტენდენცია ყველაზე ცხადად სწორედ ნიუ–იორკში ჩანს.

ღონისძიებას ესწრებოდა ყველა ჯგუფი, ვინც კი ქართულ ღვინოს ჰყიდის ამერიკაში: Georgian House of Greater Washington, Blue Danube, Terrell Wines, Corus.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული