გამოქვეყნებულია: 10 თებერვალი, 2008 - 11:00
ზოგიერთი ალკოჰოლური ბრენდი პროდუქციის უცნაურ რეკლამას გვთავაზობს: სარეკლამო კამპანია ლოზუნგით - ნუ დალევ. ასე იყო რამდენიმე წლის წინათ Johnie Walker -ის შემთხვევაში. ახლა კი ჯერი Bacardi-ზე მიდგა.
მიხაელ შუმახერმა Bacardi-სთან კონტრაქტი დადო. იგი გახდება ე.წ. გლობალური სოციალური პასუხისმგებლობის ელჩი და სათავეში ჩაუდგება პროგრამას ლოზუნგით - დალიე? საჭესთან ნუ დაჯდები.
"მე ბევრ კამპანიაში ვმონაწილეობდი, რომლებიც გზებზე უსაფრთხოების გაზრდისკენ იყო მიმართული და Bacardi-ს ინიციატივას სერიოზულად ვეკიდები," - აცხადებს შუმახერი.
© „მარანი“
თემა:
თქვენი კომენტარი