Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხაჭოს პასკა (2)

საჭირო მასალა: 800 გ. ცხიმიანი ხაჭო, 200 მლ. ნაღები ან ცხიმიანი არაჟანი, 200 გ. შაქრის პუდრა, 200 გ. კარაქი, 4 კვერცხის გული, მწიკვი მარილი, მწიკვი ვანილი, 100 გ. ქიშმიში, 100 გ. ცუკატები.
მომზადება: ქიშმიშს დავასხათ მდუღარე წყალი. ხაჭო ორჯერ გავქნათ საცერზე, ავურიოთ 100 გ. შაქრის პუდრა, ვანილი და ნაღები. გადავწუროთ ქიშმიში და ცუკატებთან ერთად დავუმატოთ ხაჭოს მასას. კარაქი გავადნოთ და შევაგრილოთ. შემდეგ შევათქვიფოთ 100გ. შაქრის პუდრა და კვერცხის გულები, შევაზავოთ მარილით და კარგად ავურიოთ ხაჭოს მასას. საწურში ან საცერში ჩავფინოთ ორმაგი ნამიანი დოლბანდი, ზედ მოვათავსოთ ხაჭოს მასა, ზემოდანაც გადავაფაროთ დოლბანდი და შევდგათ მაცივარში, რათა დაიწრიტოს. დილით გადმოვიღოთ ლანგარზე და მოვრთოთ ცუკატებით.

© ღვინის კლუბი/“Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული