Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა “ღვინის გზამკვლევი” (12) 30.11.2012

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზრის გახსნის პროცესი უკვე დაიწყო. პირველი ღვინის კომპანია, რომელიც რუსეთის ბაზარზე შევა – „ბადაგონია“. ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სერტიფიცირების პროცესის გავლა კომპანიამ უკვე დაიწყო. ამის შესახებ,  გასულ კვირას, „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ დეგუსტაციაზე, „ბადაგონის“ მთავარმა მეღვინემ – დონატო ლანატიმაც ისაუბრა.

<<<<<>>>>>>>>><<<<<<<>>>>>>>>>>>>> 

ქართულ კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული ღვინის გამოფენა–გაყიდვაც იმართება. ქალაქის ცენტრში, რომელიც ცნობილია როგორც „გუტენბერგი“ „ქართული სოფლის“ კუთხე მოეწყო, სადაც ქართულ სამზარეულოსთან, ტრადიციულ ნივთებთან და სამოსთან ერთად ქართული ღვინოებიც გამოიფინა. დაგეგმილია ასევე ქართული ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების კონცერტებიც.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობა 1570 წლიდან ტარდება და თავისი მნიშვნელობით ევროპის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. წელს საშობაო ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი სწორედ საქართველოს ერგო.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სამშაბათს, ღვინის კლუბმა, ტრადიციულად მორიგ ლექციას უმასპინძლა. მომხსენებელი, ამჯერად ბატონი გივი ჩაგელიშვილი გახლდათ, რომელმაც საბჭოთა მეღვინეობის თემაზე ისაუბრა. გამოცდილმა მეღვინემ ყურადღება საბჭოთა პერიოდში მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე გაამხვილა. მან, ასევე გაიხსენა ფალსიფიკაციის შემთხვევები და კორუფციული მოდელების მოდელების შესახებაც ისაუბრა. საბჭოთა პერიოდის ქართული მეღვინეობის ერთ–ერთ მთავარ პრობლემად მომხსნებელმა, ასევე მეღვინეების სიხარბე და ამ სფეროში განათლების დეფიციტი დაასახელა. საუბარი შეეხო იმასაც, თუ როგორ იმართებოდა იმ პერიოდში სოფლის მეურნეობის ეს დარგი საბჭოთა ხელისუფლების ლიდერების და უფრო ადრე, უშუალოდ სტალინის მიერ.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

ამერიკული გამოცემა - „ვაინ სპექტატორი“, წლევანდელი ევროპული რთველის ვრცელ მიმოხილვას გვთავაზობს. მასში, მეღვინეობა–მევენახეობის სფეროში ევროპის ოთხი მნიშვნელოვანი რეგიონის – ავსტრიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და გერმანიის რთველია მიმოხილული. შეფასების მიხედვით, გერმანიაში წელს არსებულმა წვიმიანმა ამინდებმა ვენახებში მუშაობას ბევრი წინააღმდეგობა შეუქმნა, ესპანეთში, პორტუგალიასა და ავსტრიაში კი მოსავალის შემცირების მიზეზი გვალვა გახდა.

მოხსენების შესავალში ძალიან საინტერესო ფრაზაა, რომელიც ზუსტად ასახავს ევროპული რთველის შედეგებს. ის ასე ჟღერს: „ხარისხი კარგია, თუმცა რაოდენობა არც ისე მაღალი.თუ როგორი იქნება ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ხარისხი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.“

ევროპული რთველის დეტალური მიმოხილვის სრული ვერსიის სანახავად „ვაინ სპექტატორის“ ვებ–გვერდს უნდა ეწვიოთ.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

ახლა კი ინფორმაცია წლევანდელი მოსავლის შესახებ ბურგუნდიაში. ბურგუნდიელი მეღვინეები ძალიან კმაყოფილები არიან პირველი დეგუსტაციით და წლის ერთადერთ მინუსად ყურძნის შედარებით მცირე მოსავალს ასახელებენ. რბილი ზამთარი, გრილი გაზაფხული, თბილი მაისი და წვიმიანი ივნისი, შემდეგ კი მაღალი ტემპერატურა, რასაც სეტყვა და გრიგალი მოჰყვა - ასეთი იყო შარშანდელი ამინდი ბურგუნდიაში და მეღვინეებს ძალისხმევის გაათმაგება მოუხდათ, რათა მოსავალი შეენარჩუნებინათ. როგორც პირველი დეგუსტაციები მოწმობს, ბურგუნდიელ მეღვინეებს ამაგი დაუფასდათ - 2012 წლის მილეზიმი უკვე ძალზე წარმატებულად არის აღიარებული. “თითოეული აპელასიონის ღვინო ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს,” - აცხადებს გამოცემა Burgundy Wines. თეთრი ღვინოები ექსპრესიული და კარგად დაბალანსებულია, არომატში იგრძნობა ცოცხალი ხილისა და ციტრუსის ნოტები. ეს არის დახვეწილი, კონცენტრირებული ღვინო.წითელი ღვინოები ინტენსიური ფერთა გამით გამოირჩევა, არომატში დომინირებს წითელი კენკრა. ტანინები მწიფე, ხავერდოვანი და ჰარმონიულია. BurgundyWines-ი მილეზიმის ერთადერთ მინუსად შედარებით მცირე მოსავალს მიიჩნევს. სხვადასხვა მონაცემებით, 2012 წელს მოსავალი ბურგუნდიაში ჩვეულებრივზე 20%-ით ნაკლები იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ევროპული მეღვინეობის თითქმის ყველა რეგიონს შეეხო.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

ბოლოს, ტრადიციულად ისევ „მარანის“ ახალი ნომრის თემების შესახებ გეტყვით. ყოველკვირეული გამოცემის მთავარი თემა მეტად მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხს ეხება. ალეკო ცქიტიშვილი მოგითხრობთ, თუ რა პრობლემები შეიქმნა წელს აჭარაში ჩხავრის ჯიშის ყურძნის ჩაბარებასტან დაკავშირებით. ამ თემაზე, რამდენიმე წუთში თავად სტატიის ავტორი, ღვინის ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი შემოგვიერთდება და პრობლემაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე რთველის პრობლემების გარდა, გაეცნობით სტატიას უძველესი არქეოლოგიური და ლინგვისტური წყაროების შესახებ, რომელიც ქართული მეღვინეობა–მევენახეობის შორეულ წარსულზე მოგვითხრობს. სტატიის ავტორი , მაია ნინიძე მეღვინეობის ისტორიისა და კულტურისთვის ამგვარი წყაროების მნიშვნელობაზეც საუბრობს. მთავარი თემების გვერდითაა – ჟურნალ „დეკანტერის“ რჩეული ღვნოების ათეული და ახალი რეცეპტები. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ, მოიკითხეთ „მარანი“ პრესის ჯიხურებში დღეიდან, გაზეთ „24 საათის“ ყოველკვირეულ დამატებასთან – „ვიქენდთან“ ერთად.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული