Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომპანია "ლუკასის" ჩხავერი - გამარჯვებულთა შორის გამარჯვებული გახდა

კომპანია "ლუკასის" 2012 წლის ჩხავერმა Sakura-ს 1-4 თებერვლის კონკურსის ორმაგი ოქროს შემდეგ, ახლა უკვე ბრილიანტის ჯილდო დაიმსახურა. 

Sakura-ს ღვინის კონკურსი რამდენიმე ეტაპად იმართება სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში. მისი ჟიური დაკომპლექტებულია ღვინის ექსპერტი ქალბატონებით.

კონკურსში, რომელიც 1-4 თებერვალს ჩატარდა ტოკიოში, სულ 1223 გამარჯვებული იყო, რომელთაგან 165-მა ორმაგი ოქრო, 577-მა - ოქრო, 481-მა კი - ვერცხლის ჯილდო მიიღო. კონკურსის წესდება ითვალისწინებს პირველ ეტაპზე გამარჯვებული ღვინოების წარდგინებას იაპონიაში კვებისა და სასმელების ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე Foodex Japan 2015, სადაც Sakura-ს ბრილიანტის გამარჯვებულების ვინაობა ვლინდება.

Foodex Japan-ის ფარგლებში "ლუკასის" ჩხავერი პირველ ეტაპზე გამარჯვებულ ღვინოებს (1000-ზე მეტი დასახელება) შორის, ახლა უკვე ბრილიანტის ჯილდოების ოცდაათეულში მოხვდა საფრანგეთის, არგენტინის, იტალიის, პორტუგალიის, ესპანეთის, ამერიკის, უნგრეთისა და ჩილეს ღვინოების გვერდით. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული