Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მობრაწულა ხაჭოთი და ყველით

საჭირო მასალა: ცომისთვის – 200 მლ მაწონი, 4 კვერცხი, 3 ს.კ. არაჟანი, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი, 0,4 ჩ.კ. მარილი. გულსართისთვის – 150 გ ხაჭო, 100 გ ყველი ბრინზა, 4-5 ღერი მწვანე ხახვი.

მომზადება: ღრმა თასში ჩავასხათ მაწონი, კვერცხი, არაჟანი და სათქვეფელით ავთქვიფოთ, დავაყაროთ მარილი, ერთად გაცრილი ფქვილი და საცხობი ფხვნილი. ვთქვიფოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ცომი უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის. თუ თხელი იქნება, ცოტა ფქვილი დავამატოთ. ცალკე ავურიოთ ხაჭო, გახეხილი ბრინზა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ცხიმწასმულ ფორმაში მოვათავსოთ ცომის ნახევარი, შემდეგ გულსართი და ბოლოს ისევ ცომი. შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში. კერძის მომზადებამდე 10 წუთით ადრე ტემპერატურას მოვუმატოთ, რომ კერძი ზემოდან მოიბრაწოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული