Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრაუნი ნიგვზით

საჭირო მასალა: 250 გ შაქარი, 200 გ შავი შოკოლადი, 250 გ კარაქი, 45 გ კაკაოს ფხვნილი, 4 ცალი კვერცხი, 200 გ ნიგოზი, 125 გ ფქვილი, 1/4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, ¼1/4 ჩ.კ. მარილი, მწიკვი ვანილი.

გამდნარი შოკოლადი და ნიგოზი – მოსართავად.

მომზადება: დანით დავთალოთ ნიგოზი ან მსხვილად დავფქვათ და გაცხელებულ ტაფაზე უცხიმოდ მოვხალოთ. კარაკი კუბებად დავჭრათ, შოკოლადი დავამტვრიოთ, ეს ყველაფერი მოვათავსოთ თასში და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ. შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ. ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი, მარილი, ვანილი და კაკაო. თხევად ინგრედიენტებში შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად ავურიოთ. ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი ვაცხოთ. მზა ნამცხვარი მოვრთოთ გამდნარი შოკოლადითა და ნიგვზით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.