Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოკოს მარინადი

საჭირო მასალა: 2 ლიტრიანი ქილა მოხარშული სოკო, 5 კბილი ნიორი, 1 ს.კ. ძმარი.

მარინადისათვის – 1 ლ. მდუღარე წყალი, 2 ს.კ. მარილი, 2-3 ს.კ. შაქარი, 10 მარცვალი შავი პილპილი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 5-8 ცალი ბაჰარი, 3-4 ცალი ალუბლის, მოცხარის ან მუხის ფოთოლი.

მომზადება: სოკო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავაცალკევოთ ქუდები ფეხისაგან. ქუდები მოვათავსოთ ოდნავ მარილიან ცივ წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 20 წუთი, ვიდრე სოკო ფსკერზე არ დაიწევს. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი. შემდეგ გადავწუროთ ნახარში, სოკოს დავასხათ მარინადი და კიდევ ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში. მოხარშვამდე 5 წუთით ადრე დავუმატოთ ნიორი და ძმარი. სოკო გადავანაწილოთ ქილებში, შევავსოთ მარინადით და დავხუროთ პლასტმასის საფარებლები. შევინახოთ გრილ ადგილას.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.