Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ველინგტონი

საჭირო მასალა: 1,5 კგ. საქონლის რბილი ხორცი, 800 გ. ფენოვანი ცომი, 10 ნაჭერი ლორი, 500 გ. ქამა სოკო, 1 ცალი კვერცხი, 50 გ. კარაქი, 2 ღერი პრასა, 1 კბილი ნიორი, ზეთი – შესაწვავად.სოუსისთვის – 500 მლ. ხორცის ბულიონი, 200 გ. საქონლის ხორცი, 50 მლ. მშრალი წითელი ღვინო, 1 ცალის ტაფილო, 1 თავი ხახვი, 1 ცალი პრასა.

მომზადება: საქონლის ხორცს წავუსვათ მარილი, წიწაკა და შემოვაკრათ ძაფი 2 სმ. –ს ინტერვალით. პრასა, ნიორი და სოკო წვრილად დავჭრათ და ერთად მოვშუშოთ ზეთში. მოშუშული ბოსტნეული შევანელოთ მარილითა და წიწაკით. სოუსისთვის განკუთვნილი ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ზეთდასხმულო ტაფაზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილლ სტაფილოსთან, პრასასთან და ხახვთან ერთად, შემდეგ დავასხათ  ღვინო და მოვურიოთ. დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, რომ შესქელდეს და დავამატოთ  ბულიონი და 1 საათი ვხარშოთ, შემდეგ კი გადავწუროთ. ხორცის ნაჭერი  დავდოთ კარგად გახურებულ ზეთდასხმულ ტაფაზე და მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ, შემდეგ მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და იქ გავაგრძელოთ მისი შეწვა. როცა ხორცი ბოლომდე გაგრილდება, ძაფი შემოვაცალოთ. ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ. სისქეზე, დავდოთ ხის დაფაზე და 15 წუთით შევდგათ მაცივარში. ცომზე მოვათავსოთ ლორის ნაჭრები, მოშუშული სოკოს ნახევარი და ზედ დავდოთ ხორცის ნაჭერი, დავაყაროთ დანარჩენი სოკო და ლორის ნაჭრები, შემდეგ ცომი რულეტივით შევკრათ, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად. 5 წუთში ტემპერატურე დავუწიოთ და ვაცხოთ, სანამ არ გაოქროსფერდება. “ველინგტონი” დავჭრათ გამოცხობიდან 10-15 წუთის შემდეგ და მივირთვათ სოუსთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული