Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქინძმარაული, მტევანი, 2014

ამ კომპანიამ თავისი მორიგი მოსავლის ქინძმარაული გამოიტანა ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ იგი სერტიფიცირებულ ორგანულ ვენახში მოყვანილი საფერავიდან დაყენებული ადგილწარმოშობის დასახელების ნახევრადტკბილი ღვინოა, რაც ძალზე იშვიათია დღესდღეობით. ინტენსიური შეფერვის ქინძმარაულია, მუქი ჟოლოსფერი, თითქმის გაუმჭვირვალე. ხასიათდება მწიფე შავი თუთის, შავი ტკბილი ბალის, ალუბლიანი ნამცხვრის სურნელებით. გემოზე განსაკუთრებით სასიამოვნოა, სადაც ძლიერი ტანინები, სიტკბო და მჟავიანობა მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს. საკმაოდ ძლიერი (13,8%) და სავსე ღვინოა ხანგრძლივი დაბოლებით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული