Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლაზანია

მასალა: 1 თავი ხახვი, 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 500 გ შერეული ფარში, 0,5 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი, 500 გ დაჭყლეტილი პომიდორი, 1 ჩ.კ. მშრალი ოხრახუში, 2 ჩ.კ. გამშრალი რეჰანი, 40 გ ფქვილი, 400 მლ რძე 50 გ კარაქი, 50 გ პარმეზანი და ლაზანიას 10 ფირფიტა.

მომზადება:მოშუშული ხახვი და ხორცის ფარში ერთად მოვშუშოთ, დავამატოთ მარილი და პილპილი, დაჭყლეტილი პომიდორი და ბოლოს მწვანილი ეს ყველაფერი ცოტა ხანი ერთად ვადუღოთ. ცალკე ტაფაზე მოვამზადოთ ბეშამელის საწებელი: დავადნოთ 40 გ კარაქი და შევურიოთ ფქვილი. ცხელ მასას თანდათან დავუმატოთ ცივი რძე და თან ვურიოთ. შესქელებულ მასას დავუმატოთ პილპილი და მარილი. ოთხკუთხედ ფორმას წავუსვათ დარჩენილი კარაქი და მასში ფენა-ფენა მოვათავსოთ ლაზანიას ფენები, ბეშამელის საწებელი და ფარში. ბოლო ფენას მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და შევდგათ გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

© ღვინის კლუბი/“Weekend“



ნამდვილ ლაზანიას ნადუგი ან ხაჭო აქვს ხორცისა და ტომატოს სოუსთან მონაცვლეობით 2 ფენად, რაც შეეხება ბეშამელს, მას ისპანახის ან სხვა ბოსტნეულის ლაზანიაში იყენებენ პომიდვრის სოუსის ნაცვლად.


სხვაგანაც დავწერე და აქაც დავწერ, რომ ამ ქვეყნად თითოეული კერძის უამრავი ვარიაცია არსებობს. ესეც ერთ-ერთი ვარიაციაა და უპპირატესობას, უფრო ორიგინალურ ვერსიებს ვანიჭებ, ვიდრე კლასიკურა, ვინაიდან კლასიკური ვარიანტები მაინც უფრო ცნობილია.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული