Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცნობილი ჟურნალისტი, პოლ უაითი თბილისში

ქეთევან ადეიშვილის ფოტო

თბილისს ღვინის ჟურნალისტი, პოლ უაითი ეწვია, რომელიც უახლოეს მომავალში პოპულარულ ჟურნალში World of Fine Wine ქვევრსა და ქართული ღვინის ისტორიას ვრცელ სტატიას  მიუძღვნის. 

პოლ უაითი ღვინის ცნობილი მწერალი და ჟურნალისტია, რომელიც წერს ჟურნალების - Decanter, World of Fine Wine და Slow Food-ისათვის. 

უაითის ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის, როგორც ბრენდის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა. ჟურნალისტი საქართველოში ესტუმრება ყველა იმ მნიშვნელოვან კერას, სადაც დაცულია საქართველოს მეღვინეობის ისტორიის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გაიცნობს ადამიანებს, ვინც ამ ტრადიციებს დღესდღეობით აგრძელებს. 

ღვინის ექსპერტი უკვე ესტუმრა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს, სადაც გაეცნო კოლექციებს - „არქეოლოგიური საგანძური“ და „საქართველოს არქეოლოგია ძვ. წ-აღ-ის VIII ათასწლეულიდან ახ. წ-ის IV საუკუნემდე“. კოლექციებში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედაგად აღმოჩენილი ათასწლეულების წინანდელი არტეფაქტები - უძველესი ქვევრები, საღვინე ჭურჭელი, მევენახეობის იარაღები და სხვა ნიმუშები. მწერალი შეხვდა ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს, პროფესორ მიხეილ აბრამიშვილს, რომელმაც წარუდგინა სულ ახლახანს თბილისში, თრელიგორების ტერიტორიაზე აღმოჩენილი მარნისა და ტაძრის ნაშთების შესახებ კვლევა, ვიზუალური მასალითა და სამეცნიერო დასკვნებით. უაითმა მოინახულა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობები, ეწვია იაგოს მარანსა და შავნაბადას მონასტერს, სადაც დააგემოვნა მონასტრის დაძველებული ღვინოები. 

მისი ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, დაგეგმილია იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული უძველესი საწნახელისა და ქვევრების მონახულება, ქვევრის მუზეუმის დათვალიერება, სოფ. ვარდისუბანში ცნობილი მექვევრეების, კბილაშვილების ოჯახში სტუმრობა და მათი ხელობის პრაქტიკული გაცნობა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში მოიაზრება საქართველოში არსებული ღვინის სასტუმროებისა და მცირე მარნების დათვალიერებაც. 

პოლ უაითი საქართველოს 14 ივნისს დატოვებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული