Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანეთში სენდვიჩის 250 წლის იუბილე იზეიმეს

დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქ სენდვიჩის მცხოვრებლები თანამოსახელე ბუტერბროდის გამოგონების 250 წლისთავს აღნიშნავენ. ცნობილია, რომ ეს ბუტერბროდი პირველად მეოთხე გრაფმა სენდვიჩელმა ჯონ მონტეგიუმ დაუკვეთა 1762 წელს, როდესაც მეგობრებთან ერთად ბანქოს თამაშობდა. მან ბრძანა, პურის ორ ნაჭერს შორის მოთავსებული ღორის ხორცი მოეტანათ, რათა ერთდროულად შეძლებოდა ჭამაცა და ბანქოს თამაშიც, თან ბუტერბროდის ასეთი კონსტრუქცია ხელსაც არ უსვრიდა. ასეთი საკვები თამაშის სხვა მონაწილეებსაც მოეწონათ და მათაც დაუკვეთეს სენდვიჩის მსგავსი ბუტერბროდი. სწორედ ამიტომ დაერქვა ასეთ ბუტერბროდს სენდვიჩი. სენდვიჩის გამოგონების აღსანიშნავი საიუბილეო ზეიმი ქალაქ სენდვიჩში 14 მაისს ჩატარდა. სენდვიჩის იუბილესთან დაკავშირებით თეატრალიზებული წარმოდგენაც გაიმართა, სადაც კარტს თამაშობდნენ და ბუტერბროდს მიირთმევდნენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული