საჭირო მასალა: 1,5 კგ-იანი ბატი, 6 ვაშლი, რამდენიმე ღერი გამშრალი აბზინდა, 2თავი ხახვი, 1 ჩ.კ. ფქვილი ან სახამებელი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადება: ბატს შიგნიდან ქონი მოვაცილოთ, წავუსვათ მარილი, პილპილი, აბზინდის ღერებითა და ვაშლით გამოვტენოთ და ამოვკეროთ. თუჯის სპეციალურ, მოგრძო ქვაბის ფსკერზე ჩავასხათ 1 ჭიქა წყალი, სატენიანი ბატი მოვათავსოთ მუცლით ზემოთ და 3 საათით შევდგათ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. 1.5 საათის შემდეგ ფრინველი გვერდებიდან დავჩხვლიტოთ, ქვაბში ჩავამატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, 0.5 ლ ცხელი წყალი და პერიოდულად ზემოდან თავისივე წვენი ვასხათ. მომზადების ბოლო ეტაპზე ავუწიოთ ტემპერატურას 225 გრადუსამდე და ბატი კიდევ 25 წუთის განმავლობაში ვწვათ. 10 წუთი გავაჩეროთ ჩამქრალ ღუმელში და შემდეგ გამოვიღოთ შესაგრილებლად. მოვამზადოთ სოუსი - შენაწვავ წვენს დავუმატოთ 500 მლ ცხელი წყალი, გავწუროთ, გავხსნათ მასში ფქვილი ან სახამებელი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და წამოვადუღოთ. ბატს მოვხსნათ ძაფი, ამოვაცალოთ აბზინდის ღერები, დავჭრათ, დავაწყოთ სპეციალურ თეფშზე ან ლანგარზე, გვერდით შემოვუწყოთ ვაშლები და მოვასხათ სოუსი. ბატთან ერთად გარნირად მივიტანოთ ბრიუსელის კომბოსტო ან მოხარშული კარტოფილი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი