Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ატრია ტაილანდური კარის პასტით

საჭირო მასალა: 250 გ გატარებული ღორის ხორცი, 2 ღერი ლემონგრასი, 3 სმ ნედლი ჯანჯაფილი, 3 კბილი ნორი, 1 ქილა ქოქოსის რძე, 1 ს.კ. კარის პასტა, 2 ს.კ. თევზის სოუსი, 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი, 3 ს.კ. დაჭრილი შაშკვლავი, 1 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა, 3 ღერი მწვანე ხახვი, 250 გ ატრია.

მომზადება: ლემონგრასს მოვაჭრათ მწვანე ბოლოები და წვრილად დავკეპოთ. ნიორი და ჯანჯაფილი გავხეხოთ, დავუმატოთ ხორცის ფარშს მარილსა და წიწაკასთან ერთად, ავზილოთ და კაკლისოდენა ბურთულები გავაკეთოთ. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი და მწვანე ხახვთან ერთად წვრილად დავჭრათ. ღრმა ტაფაში კარის პასტა  და 1 ს.კ. ზეთი მოვათავსოთ. როდესაც პასტა შუშვისას სუნს გაუშვებს, დავასხათ ქოქოსის რძე და ნახევრამდე დავადუღოთ, შევურიოთ ხორცის ბურთულები და 10 წუთი ვადუღოთ. დავუმატოთ შაქარი, თევზის სოუსი და შაშკვლავი. ატრია ადუღებულ მარილიან წყალში წესის მიხედვით მოვხარშოთ და გადავწუროთ. დავუმატოთ ხორცის ბურთულებს და ამოვურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ თითოეულ ულუფას მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული