Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მომხმარებელი დაბალფასიან ღვინოზე გადადის

ქვეყანაში შექმნილი  ფინასური კრიზისის პირობებში ღვინის კომპანიებიც არ გამორიცხავენ, რომ აქცენტი შედარებით დაბალფასიანი ღვინის წარმოებაზე გააკეთონ. როგორც კომპანია "რაჭული ღვინოს" ხელმძღვანელმა ომარ ჭელიძემ განაცხადა, შედარებით იაფი ღვინოების რეალიზაციის მაჩვენებელმა ბაზარზე ამის წინაპირობა უკვე აჩვენა.

"მართალია, ჯერჯერობით ჩვენი ღვინოების არც ძვირადღირებული  ნაწილის გაყიდვებს ვუჩივით, თუმცა თუ უმუშევართა რიცხვი ასეთი ტემპით გაიზრდება,  ჩვენს მომხმარებელს ძვირადღირებული ღვინის შესაძენად უბრალოდ ფული აღარ ექნება"-აცხადებს ჭელიძე.

რაც შეეხება კომპანიის მუშაობას, როგორც ჭელიძე აღნიშნავს, "რაჭული ღვინო" კრიზისის მიუხედავად სტაბილურად მუშაობს.  კომპანია დღეისათვის 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელთა ფასი ქართულ ბაზარზე 3-დან 14 ლარამდე მერყეობს. "რაჭული ღვინოს" პროდუქციის ექსპორტი ამერიკაში, გერმანიასა და კანადაში ხორციელდება და წელიწადში 80 ათას ბოთლს შეადგენს.
 
რადიო "კომერსანტი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული