Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ყვავილოვანი კომბოსტოთი

საჭირო მასალა: 40 გ შაშხი, 50 გ საფანელი, 300 გ ქათმის ფილე, 3 ს.კ. ზეთი, 150 მლ ქათმის ბულიონი, 200 მლ ნაღები (15-20%), 300 გ ყვავილოვანი კომბოსტო, მარილი, 1 ს.კ. სახამებელი, 3 ს.კ. მდოგვი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: შაშხი წვრილად დავჭრათ და ტაფაზე უცხიმოდ მოვშუშოთ. დავუმატოთ საფანელი და ერთად მოვშუშოთ, სანამ არ გაოქროსფრდება. ქათმის ფილე კუბებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ტაფაზე გავაცხელოთ 3 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ ქათმის ნაჭრები და შევწვათ. დავასხათ ქათმის ბულიონი და ნაჭრები. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და 3 წუთი ვადუღოთ. ყვავილოვანი კომბოსტო ყვავილედებად დავყოთ და მდუღარე მარილიან წყალში 3 წუთის განმავლობაში ჩავაწყოთ. შემდეგ გადავწუროთ. სოუსს შევურიოთ სახამებელი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მდოგვი, ყვავილოვანი კომბოსტო და 3 წუთი ვშუშოთ. როდესაც ადუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული