Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

23-24 დეკემბერი, ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018

23 -24 დეკემბერს, საქართველოს ღვინის კლუბი და ვერის ბაზარი (ღვინის ქარხანა #1) დიდ დღესასწაულზე, ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018-ზე გეპატიჟებით!

ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018 ორივე დღეს დილის 10:00–დან საღამოს 20:00 საათამდე ღვინის #1 ქარხნის ძველ სარდაფებში ორ სართულზე  გაიმართება (შესასვლელები: პეტრიაშვილის ქუჩის და მელიქიშვილის ქუჩის  მხრიდან).

ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის კომპანიები და საოჯახო მარნები თავიანთ საუკეთესო ღვინოებს შემოგთავაზებენ საახალწლო და საშობაო სუფრისთვის.

აქ შეძლებთ ერთ სივრცეში აარჩიოთ და თავად მწარმოებლებისგან შეიძინოთ თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ცქრიალა ღვინოები, ასევე შემაგრებული ღვინოები, მაგარი სასმელი.

ღვინის საახალწლო ბაზრობაზე 70-მდე ღვინის კომპანია და მცირე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. იქნებიან როგორც წამყვანი ქართული ღვინის დიდი კომპანიები, ისე საშუალო და მცირე მეღვინეობები და საოჯახო მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

23 და24 დეკემბერს, ღვინის საახალწლო ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს თავიანთ საუკეთესო მოსავალს დაგახვედრებენ შემდეგი ღვინის კომპანიები  და საოჯახო მარნები:

მეღვინეობა ხარება, თბილღვინო, თელიანი ველი, მილდიანი, ასკანელი, შატო ნეკრესი, ღვინის კომპანია შუმი, შილდა, ბადაგონი, ვახტანგ ბერუაშვილის მარანი "ვახტანგური", სესიაშვილის მარანი, ნათენაძის მარანი, სიმონ ჩხეიძის მარანი, ჯაყელების ღვინო, ბუნებური, ალექსი ციხელიშვილის მარანი, შატო ხაშმი, Togonidze’s wine, ალექსანდრე დისტილერი, უსახელაური, დავით მიხელიძის მარანი, ღვინო კალამი, ღვარძელაშვილის მარანი, ძმების მარანი, ზედაშე, Union Wine Invest, კონდოლის მარანი, ტიბაანი, თელა, საქველმოქმედო კავშირი თემი, ნოდარ ბაღაშვილის მარანი, მარანი სანავარდო, Liquid Sun, Matrobela Wines, ახალგაზრდა მეღვინე, დავით ჩიხლაძის მარანი "გრავისი", არტიზანი, ბაიას ღვინო, ზურაბ ღვალაძის მარანი.

ღვინოსთან ერთად სხვა მაგარი სასმელის შეძენასაც შეძლებთ.

საახალწლო ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება კომპანია Glassgo Geogia-ს ღვინის მინის ჭურჭელი, ტაბლა ნოვას ინოვაციური და პრაქტიკული პროდუქცია სამოყვარულო, პროფესიული და HoReCa მიმართულებით. ტაბლა ნოვას სტენდთან შეძლებთ ასევე შეიძინოთ ღვინის კლუბის ტრადიციული სადეგუსტაციო ჭიქები საკიდით, რომელიც სპეციალურად ბაზრობისთვის დამზადდა.

ღვინის საახალწლო ბაზრობაზე ღვინოსთან მისაყოლებლად  ღვინის #1 ქარხნის მეორე სართულის ტერასაზე მაყალი დაიდგმება, სადაც მწვადი და თევზი თქვენს თვალწინ შეიწვება. აქვე დაგხვდებათ ქართული ქვევრის ლუდი, ჩამოისხმება ღვინის საახალწლო ბაზრობის სახელობითი ღვინოებიც, კარდანახული რქაწითელი და საფერავი (კომპანია Art gvino). გარდა ამისა დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, დაინთება სადღესასწაულო კოცონები, რა თქმა უნდა, იქნება მუსიკაც.

ღვინის საახალწლო ბაზრობაზე ქართული პროდუქტიც იქნება წარმოდგენილი: ყველი (Cheese Corner), ჩურჩხელა, ფელამუში, ჩირი, თაფლი, მურაბები, შოკოლადი, თხილი და სხვა გემრიელი საახალწლო ნუგბარი. ბაზრობაზე იქნება ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც (არტმანი, ფოტია, ლორინა არტ, IrenDesign, ნინო მისრიაშვილი, ხის აქსესუარები, Woodson Georgia).

23 დეკემბერს ღვინის კლუბი Vinoge.com-ის 10 წლის იუბილესაც აღვნიშნავთ.  საიუბილეო შეხვედრა ღვინის საახალწლო ბაზრობის ფარგლებში გაიმართება, ღვინის ქარხანა #1–ში, პირველ სართულზე, სარდაფში. დასაწყისი 17:00–ზე.

გელით ყველას, ვინც ამ 10 წლის მანძილზე ჩვენი საიტის ერთგული მკითხველი იყო ან იშვიათად შემოივლიდა ხოლმე. გიწვევთ ყველას, ვისაც უყვარს ღვინო, გემრიელი და ჯანსაღი საკვები! ყველას, ვისაც ღვინოსთან ერთად ცოდნაც სწყურია!

ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018-ის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ბლოგი მარანი vinoge.com და რადიო უცნობი.

ჩაინიშნეთ 23-24 დეკემბერი, გვეწვიეთ ღვინის #1 ქარხანაში ღვინის საახალწლო ბაზრობაზე, გაერთეთ და ისიამოვნეთ.

თქვენ გელით ღვინის დიდი დღესასწაული!

© საქართველოს ღვინის კლუბი



კარგია! სადღესასწაულო კოცონები გამიხარდა, სახიფათო არ იქნება? :)


არა, არ იქნება სახიფათო, 2 მონაწილე კომპანია სახანძროში მუშაობს  :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.