Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ღვიძლი ალუბლის სოუსით

მასალა: 100 გ გაყინული უკურკო ალუბალი, 50 გ წითელი ხახვი, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 2 ს.კ. ზეთი, 100 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 ს.კ. თხელი თაფლი, 2 ს.კ. ბალზამიკო, 300 გ ფრინველის ღვიძლი (ქათმის, ინდაურის, ბატის და ა.შ.), 2 ს.კ. ფქვილი, 1 ს.კ. კარაქი, მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ხახვი სიგრძეზე თხლად დავჭრათ. ჯანჯაფილი დავკეპოთ. 1 ს.კ. ზეთი გავაცხელოთ და ხახვი და ჯანჯაფილი მსუბუქად მოვშუშოთ. დავასხათ ბოსტნეულის ბულიონში არეული თაფლი, ბალზამიკო და წუთის განმავლობაში თავახდილი ვადუღოთ. დავუმატოთ შუა-შუა გაჭრილი ალუბლები, წამოვადუღოთ და თბილად შევინახოთ. ღვიძლს მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში და გაცხელებული ზეთისა და კარაქის ნარევში, ტაფაზე შევწვათ 4 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ სოუსი, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. სურვილისამებრ დავუმატოთ მარილი და პილპილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.