Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Châteauneuf-du-Pape– მრავალფეროვნების ხიბლი

მალხაზ ხარბედია   

ჩემს წერილებში ერთიორჯერ უკვე ვახსენე ეს დიადი ღვინო, შატონეფ–დიუ–პაპი, მაგრამ ახლა დროა, ცოტათი უფრო მეტი ვთქვათ მის შესახებ, მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ, Château Maucoil–ის  Châteauneuf-du-Papeდავლიეთ მეგობრებმა და ამ ღვინოსთან დაკავშირებული ყველა მოგონება წამოიშალა.

Châteauneuf-du-Papeსამხრეთ რონული ადგილწარმოშობის ღვინოა, რომელსაც AOC–ის სტატუსი სულ რამდენიმე ათწლეულის წინ მიენიჭა, 1936–ში. ეს ადგილწარმოშობა განსაკუთრებით ჯიშების სიმრავლით გამოირჩევა და ზოგიერთი მარანი 13 ჯიშსაც კი იყენებს თავისი Châteauneuf-du-Pape–ის კუპაჟში (მაგ. ChateauBeaucastel). აქაური ძირითადი ჯიშებია – გრენაში, მურვედრი, სირა, კლერეტი, ბურბულენი, სენსო, კუნუაზი, პიკპული და სხვა. ყველაზე ხშირია შემდეგი თანაფარდობა - გრენაში 65%, სირა 15%, და მურვედრი 15%. დარჩენილი 5% გემოვნების მიხედვით, ვთქვათ სენსო ან კარინიანი.

კლიმატი, ხმელთაშუაზღვის გავლენით, ცხელი და მშრალია, წვიმა არც ისე ხშირია, ვენახები ბორცვებსა და დაბლობებზეა გაშენებული. ვენახებში ძალიან ხშირად ნახავთ ქვებს, რომელიც დღე ხურდება და ღამით სითბოს უნარჩუნებს ვაზს.

მიუხედავად იმისა, რომ შატონეფს საუკუნოვანი ისტორია აქვს, ღვინის აღმავლობა 25–30 წლის წინ დაიწყო, როცა რობერტ პარკერმა თავის ჟურნალში TheWineAdvocateგამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "რონის ბორდო: შატონეფ-დიუ-პაპს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია მსოფლიოს საუკეთესო და კარგად შესანახი ღვინოების შესაქმნელად" და იქვე "პაპისტების" სამ მიმდინარეობას გაუსვა ხაზი: ტრადიციულს, მოდერნისტულსა და რადიკალურს.

ჩემი აზრით, მაინცდამაინც სწორი შეფასება არ უნდა იყოს „რონის ბორდო“, მაგრამ რას იზამ, ასეთია მარკეტინგის კანონები და პარკერის ამ ხრიკმა მაშინ სერიოზული შედეგები მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეში ზოგს პარკერის სახელის გაგონება არ სურს, რონული ღვინოების ბუმი მნიშვნელოვანწილად მის სახელთანაცაა დაკავშირებული.

ზემოთ რადიკალები ვახსენე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავის გემოზე აყენებენ ღვინოს, მისდევენ ბიოდინამიკურ ან ორგანულ მევენახეობას... ზოგიერთი ღვინოში მხოლოდ 100% გრენაშს იყენებს,სხვები (ChateauBeaucastel, ChateaudelaNertheდა ChateauFortia), 50%-ს. რადიკალებად მიიჩნევიან ისეთებიც, რომლებიც მუხის ახალ კასრებში აძველებდნენ ღვინოს. ლეგენდარული მეღვინე ჟაკ რეინო სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1997 წელს) მხოლოდ გრენაშს წურავდა და ხის რეზერვუარებში აძველებდა. ანრი ბონო, 80% გრენაშით აყენებდაღვინოს და არაფრისდიდებით არ იყენებდაახალ კასრებს…ამათ გარდა კიდევ მრავალნაირი ღვინის პოვნა შეიძლება ამ მხარეში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუკი ღვინის ჭეშმარიტი მრავალფეროვნება და კუპაჟირების ხელოვნების მთელი ინტრიგა გსურთ შეიგრძნოთ, შატონეფების დეგუსტირებაში უნდა ჩაიძიროთ – არსებობს ძლიერი, კუნთებიანი და ძალზე ნაზი შატონეფებიც, სხეულიანებიც და თხელებიც, მუქებიც და მკრთალებიც... სამწუხაროდ, საქართველოში უცხოურ ღვინოს წამლადაც ვერ ნახავთ, ერთიორი გამონაკლისის გარდა (ამ ძალზე საჭირბოროტო საკითხს სულ მალე ცალკე წერილს მივუძღვნი), ამიტომ, ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, უცხოეთში უნდა წაბრძანდეთ სავსე ჯიბით და ინფორმაციით დატვირთული.

Châteauneuf-du-Pape-ს ბოთლი ადვილად იცნობა პაპის გერბით, თუმცა ნეგოციანტების მიერ ჩამოსხმულზე გერბს ვერ ნახავთ, უფლება არა აქვთ. საერთოდ კი ითვლება, რომ ყველაზე კარგი ე.წ. საავტორო შატონეფებია. ჩემი პირველი შატონეფიც ასეთი იყო, რომელიცპროვანსში, შატო გრინიონში სტუმრობისას დავლიე, ეს იყო DomaineduPegau-ს ნაწარმოებიძალიან ღრმა ღვინო.

რამდენიმე დღის წინ გასინჯულ შატონეფს, ზემოთ რომ ვახსენეთ, ჯერ კიდევ არ ეთქმოდა ასაკოვანი, 2008 წლისა იყო. ეს ჰარმონიული და დახვეწილი ღვინო ძალზე ძლიერიც გამოდგა – ალკოჰოლი 14,5% ჰქონდა. პირველ სურნელებში ყვავილოვანი ტონები იგრძნობოდა, მაგ. მიხაკის, რომელიც მოგვიანებით ჟოლოს მურაბამ და მცირედი ვარდის ტონებმაც შეავსო.

© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული