Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წითელი მხალის რულეტები

საჭირო მასალა: 200 გ გრძელი ბრინჯი, 100 გ კანგაცლილი ნუში, 1 კგ წითელი მხალი, 100 გ პრასი, 400 გ ახალი ან დაკონსერვებული პამიდორი, 250 მლ ბოსტნეულის ბულიონი (შეიძლება ბულიონის კუბის გამოყენებაც), 150 გ ცისფერი ყველი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ჯავზი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით, დამატებით ნუში – მოსართავად.

მომზადება: ბრინჯი მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ და გადავწუროთ. ნუში მოვხალოთ. წითელი მხალის ფოთლებს მოვაჭრათ ყუნწები და მდუღარე მარილიან წყალში გავთუთქოთ. შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი. დავჭრათ პრასი, ნუში მსხვილად დავფქვათ. ბრინჯი, 5 ს.კ. ბოსტნეულის ბულიონი, ყველი და ნუში ავურიოთ ერთმანეთში და გავახვიოთ წითელი მხლის ფოთლებში. გახვეული რულეტები ხის შამფურებზე წამოვაცვათ. 1 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ პრასი. როცა დარბილდება, დავუმატოთ 100 მლ ბოსტნეულის ბულიონი და დაჭრილი პამიდორი. ტაფას დავახუროთ სახურავი და 5 წუთი ვშუშოთ. 1 ს.კ. ზეთი ცალკე ტაფაზე გავაცხელოთ და ზედ დავაწყოთ შამფურებზე წამოცმული რულეტები. შევწვათ ყველა მხრიდან. დავასხათ 100 მლ ბოსტნეულის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ჯავზი. 5 წუთში რულეტები თეფშზე გადავიტანოთ, მოვასხათ პამიდვრის სოუსი და ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი ნუში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.