გამოქვეყნებულია: 20 ივნისი, 2013 - 14:08
ჯიგონდასი ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ღვინოა, სამხრეთ რონის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილწარმოშობა. ეს ღვინოც გამორჩეულია, საკმაოდ ღრმა შეფერილობაა აქვს (მუქი ლალისფერი), სურნელში თავდაპირველად მაყვალი და შავი ქლიავის ჩირი ჩნდება, მოგვიანებით კი ტკბილი სუნელების ჯერიც დგება. ღვინოს ძლიერი, თუმცა ამავე დროს ხავერდოვანი ტანინები აქვს, ალკოჰოლის ძალიან მაღალი შემცველობით გამოირჩევა (15 %) და საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება. დავარგების დიდი პოტენციალი აქვს ამ ღვინოს. მიაყოლეთ საქონლის სტეიკებს და ნანადირევს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი