Home
ქართული | English
მაისი 2013
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

მულტიმედია

კომენტარები

სოკოსა და კარტოფილის კნედლიკები

საჭირო მასალა: 0,5 კგ კარტოფილი, 200 გ ახალი სოკო 1 თავი ხახვი, 2 ცალი კვერცხი, 3 ს.კ. ფქვილი, არაჟანი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, შემდეგ შევაგრილოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ სახეხზე. სოკო დავჭრათ წვრილად და ზეთში მოვშუშოთ ხახვთან ერთად. მოშუშული სოკო და ხახვი შევურიოთ კარტოფილს, დავამატოთ ფქვილი, კვერცხი, მარილი და პილპილი. მასა მოვზილოთ ცომივით. სველი ხელებით გავაკეთოთ 3,5 სმ დიამეტრის ბურთულები და მოვხარშოთ ადუღებულ მარილწყალში 10 წუთის განმავლობაში. კნედლიკები მივირთვათ ცხელი არაჟანთან ერთად. მემარხულეებს შეუძლიათ კვერცხი ჩაანაცვლონ 2 ს.კ. სახამებლით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.