Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ინდურად

საჭირო მასალა:1 ცალი საშუალო ზომის ქათამი, 1-2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 სმ სიგრძის ნედლი ჯანჯაფილი, 1 ცალი მწიფე პამიდორი ან 1 ს.კ. ტომატპასტა, 2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. კარაქი, 500 მლ წყალი, 1 ს.კ. კამის თესლი, 1 ღერი დარიჩინი, 1 ს.კ. მდოგვის მარცვალი, 5 მარცვალი ილი, 2 ს.კ. ყვითელი კოჭა, 1 ს.კ. ძირა, 0,5 ცალი ანისულის ვარსკვლავი, 0,5 ს.კ. ხმელი ქინძი, 1 ს.კ. ცხარე, წითელი წიწაკა, 0,5 ლიმონის წვენი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ქათამი დავჭრათ. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ჯანჯაფილი თხელ ფენებად დავჭრათ ან გავხეხოთ. ზეთის ნახევარი და კარაქი გავაცხელოთ ტაფაზე, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი. როცა დარბილდება, დავაყაროთ სანელებლები და 1 წუთი ვშუშოთ. ცალკე ტაფაში ზეთში, მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ ქათამი და დავუმატოთ სანელებლებსა და ხახვს. შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი პამიდორი ან ტომატპასტა და ერთად ვშუშოთ. დავასხათ წყალი და როცა ადუღდება, 1 საათი თავდახურული დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. შიგადაშიგ ამოვურიოთ. ხორცი ისე უნდა დარბილდეს, რომ კოვზით იჭრებოდეს, წვენი კი უნდა შესქელდეს. კერძს დავაწუროთ ლიმონი. გარნირად უხდება ბრინჯი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული