ორი წლის წინ, 30 მარტს ნიუ იორკის შტატში არაკომერციულმა კორპორაცია Saperica-მ საფერავის პირველი ყოველწლიური ფესტივალი დააანონსა. Saperica-ს მისია საფერავისა და სხვა ქართული ვაზის ჯიშების, გასტრონომიისა და კულტურის პოპულარიზაციაა. მას შემდეგ კორპორაცია საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებით ღვინისა და კულინარიის პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის ხელშეწყობას ცდილობს და ყოველ წელს აორგანიზებს ქართული ღვინის ფესტივალს.
მასპინძელი წელსაც Dr. Konstantin Frank Winery იქნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საფერავისა და რქაწითლის ღვინის მწარმოებლები Finger Lakes-ის რეგიონიდან, ასევე მათი ქართველი კოლეგები. ტრადიციულ ქართულ კერძებს ფესტივალის სტუმრებს რესტორანი chama mama შესთავაზებს.წელს საფერავის ფესტივალი დაიყოფა 3 ღონისძიებად.
საფერავის ფესტივალის გრანდიოზული ღვინის დეგუსტაცია 11:30 საათიდან 15:00 საათამდე - სადაც იქნება საფერავისა და რქაწითელის ღვინოების დეგუსტაცია finger lake-დან, საქართველოდან და მთელი მსოფლიოს ღვინის რეგიონებიდან. გრანდიოზული დეგუსტაციის ფარგლებში იქნება სემინარი „გაიცანი საქართველო“.
საფერავის ფესტივალზე დაწვრილებითი ღვინის დეგუსტაცია ღვინის პროფესიონალებთან ერთად 12:00 საათსა და 14:00 საათზე - სტუმრები ყველის დაფასთან ერთად გასინჯავენ ფესტივალის ღვინოებს და პროფეიოანლებთან ერთად მათ შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, შეძლებენ ერთმანეთთან შედარებასა და რჩეული ღვინის აღმოჩენას - ამ ბილეთით გრანდ ღვინის დეგუსტაციასა და ღვინისა და კერძის შეხამების ერთ-ერთ სემინარზე დასწრებას შეძლებს ფესტივალის სტუმარი. სემინარს გაუძღვება ადამ სენტამორი , Tasting Wine & Cheese-ის ავტორი. ადამი წარმოგიდგენთ საფერავისა და რქაწითელის ღვინოების საუკეთესო მეწყვილე კერძებსა და ყველს.
ქართული სუფრა - ვახშამი რესტორან Chama Mama-ს სამზარეულოთი 16:00 - 18:00 ღვინოსთან ერთად.
საფერავის მე-3 ფესტივალის ორგანიზატორია Saperica Inc, 501(c)(3) არაკომერციული კორპორაცია. ღონისძიებას მასპინძლობს დოქტორი კონსტანტინე ფრანკის მეღვინეობა და ხორციელდება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს კამპანია Wines of Georgia-ს მხარდაჭერი.
Saperica-ს მისიაა საფერავის და სხვა ქართული ვაზის ჯიშების, ქართული საკვებისა და კულტურის პოპულარიზაცია Finger Lakes-ში, ნიუ-იორკის შტატში და აშშ-ში, რეგიონებს შორის საგანმანათლებლო სემინარებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებით და ხელშეწყობით ღვინისა და კულინარიის პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის. ბილეთების შემოსავლის ნაწილი კი Saperica-ს პროგრამების დაფინანსებას შეუწყობს ხელს.
ფესტივალზე დამსწრეებს ქართული საფერავისა და რქაწითლის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. პარალელურად კი სტუმრებს ზოგიერთი ქართული ტრადიციული კერძის მომზადებას ასწავლიან.
ფესტივალი 2024 წლის 8 ივნისს გაიმართება. ინფორმაცია დამატებითი დეტალების შესახებ და ბილეთების შეძენა Eventbrite-ის საშუალებითაა შესაძლებელი, საძიებო სიტყვა “saperavi festival” გამოყენებით.
ღონისძიებაზე ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი, საგანმანათლებლო სემინარებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათაც ექნებათ. სემინარები ფესტივალის დაწყებამდე გაიმართება. დამატებითი ინფორმაციის მსურველები ორგანიზატორებს უნდა დაუკავშირდნენ მისამართზე - saperavi@saperica.org
ფესტივალიდან შემოსულ თანხას კორპორაცია Saperica ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი